უუნარო ცხრიანი, Marca -მ კარიმი მიწასთან გაასწორა
თავიდანვე გეტყვით იმას, რომ Marca.Com- ის კრიტიკა დაატყდა მადრიდის ''რეალს'' და გამოკვეთილად კარიმ ბენზემას თავს. ესპანელმა ჟურნალისტებმა ფრანგს ნაგავი უწოდეს.
ექვსი შესანიშნავი მატჩის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით ''ხატივას'', ყველას ეგონა, რომ წარუმატებლობა გადავლახეთ და ანჩელოტიმ იდეალური თერთმეტეული იპოვა.
მაშინ როცა ყველა აღმფრთოვანებული იყო ''რეალის'' თამაშით მოულოდნელად ''ოსასუნამ'' კბილებში გვითავაზა და მდინარეში გადაგვაგდო.
მატჩი თავიდანვე ცუდად დაიწყო მადრიდელთათვის. ისკოს პასის შემდეგ რონალდომ 100 პროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ გავუშვით ორი გოლი და უსამართლოდ გაგვიძევეს კაპიტანი. რთულია მოუგო მეტოქეს, როცა შენ გუნდში 9 კაცი თამაშობს(ბენზემა არ ითვლება), ხოლო მეტოქე გუნდში კი - 12( კლოს გომესის ჩათვლით). ანჩელოტიმ მოედნიდან ისკო გაიყვანა, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მოედანზე. საკითხავია რა როლი ეკისრა ბეილს ? ლაინსმენის თუ ვენგერის ?
და მივადექით მთავარს, როცა შენ გაცვია 9 ნომრიანი მაისური, თანაგუნდელები გიქმნიან მომენტებს და თამაშობ ''რეალის'' შემადგენლობაში, ვალდებული ხარ შეგეძლოს ბურთის გაჩერება, კარში დარტყმა და გოლის გატანა. ერთი რამ ფაქტია, ეს ბიჭი ''ნაგავია''
- 16 დეკემბერი 2013
- 4 902
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.