იგნორირებული თერთმეტმეტრიანები და პლიუს...
უკვე მეორე დღეა, რაც ტეიშეირა ვიტიენესის მიმართ დიდი კრიტიკაა ესპანელი ჟურნალისტების მხრიდან. "ელ კლასიკოში" ბევრი გამოუცნობი ფაქტი დაფიქსირდა, რისი წარმომქმნელიც არბიტრი იყო. აღნიშნულ შეხვედრაში, არ დაინიშნა ორი თერთმეტმეტრიანი, როცა ამის აუცილებლა შესამჩნევი გახლდათ.
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, "სამეფო" კლუბი გასულ "კლასიკოში" მინიმუმ 2 თერთმეტმეტრიანს იმსახურებდა, თუმცა ბევრისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, "თეთრებმა" ვერცერთი ვერ მიიღეს. პეპემ ერთ–ერთი სტანდარტის დროს თავით გადაგზავნა ბურთი კარში, თუმცა მეკარემდე იგი არც კი მისულა, ვინაიდან იგი ხელით სერხიო ბუსკეტსმა მოიგერია. რასაკვირველია, სერხიომ შემთხვევა მსახიობური დანამატებით გააფორმა და მუცელი აიტკია, რაც ყველასათვის გასაგებია.
მეორე ეპიზოდში, სერხიო რამოსი ულამაზესი საფეხბურთო ილეთით, კერძოდ ე.წ "მაკრატელათი" გზავნიდა ბურთს პინტოსკენ, მაგრამ მცველმა, ერიკ აბიდალმა გოლკიპერი არ შეაწუხა. ვიტიენესმა, როგორც ჩანს ვერც ეს შეამჩნია.
როგორც ჩანს, ლიონელ მესიც არ არის ისეთი უფრთო ანგელოზი, როგორიც ხალხთა უმეტესობას მიაჩნია. არგენტინელმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში პეპე წააქცია, თამ წააქცია საკმაოდ უხეშად და ძლიერად. უდაოა, რომ შესაძლებელი იყო პორტუგალიელს ამ მომენტში მძიმე ტრავმა მიეღო და რაც მთავარია, ამ ყველაფერზე რეფერმა მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა მისცა "სამეფო" კლუბს. გაიხსენეთ, ის მომენტიც, თუ რის გამო იქნა გაძევებული სერხიო რამოსი და აი ამ ყველარის შემდეგ, რომელ ობიექტურობაზეა საუბარი ?!
Marca.com
- 27 იანვარი 2012
- 4 925
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.