მოუ: "რთული თამაში იყო"
"ძალზედ რთული მატჩი გამოდგა, მაგრამ გახსნილი. პირველ ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით და გოლის გატანაც მოვახერხეთ, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქეს თამაშის საშუალება მიეცა. დაცვაში გაჩნდა სივრცეები და მათ ეს შესანიშნავად გამოიყენეს."
"ჩვენი მიზანი მეორე ტაიმის დასაწყისში ან მეორე გოლის გატანა ან ანგარიშის შენარჩუნება იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ ფსიქოლოგიურად უფრო მზად "ბარსელონა" აღმოჩნდა და მალევე გაათანაბრეს ანგარიში. ამის შემდგომ გვქონდა რამდენიმე შანსი, თუმცა იღბალმაც გვიმუხთლა და საბოლოოდ მეორე გოლიც მივიღეთ საკუთარ კარში."
"პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. გუნდი მე მაბარია და შესაბამისად, ყველაფერი შეიძლება ჩემს დანაშაულად ჩაითვალოს. როცა გუნდი იგებს, მაშინ ბერვი ჩნდება ისეთი, რომელიც მოგებას თავის თავზე იღებს, მაგრამ წაგების შემთხვევაში ამას ყველა თავს არიდებს. ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია."
"კარვალიომ და კალეხონმა ძალიან კარგად ითამაშეს. ჰამიტი უკვე მზად არის სრული დატვირთვით ითამაშოს. იმის ვარაუდი უფრო რეალური იყო, რომ რიკარდოს არ ეთამაშა, მაგრამ კარვალიომ ეს შეძლო და თავისი საქმე კარგად გააკეთა. რაც შეეხება რონალდოს, ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდიდან საუკეთესო სწორედ ის იყო. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად აბსოლიტურად მზად გახლდათ."
"ახლა მთლიანად "ატლეტიკთან" მატჩზე გადავერთვებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ "კოპა დელ რეი" მესამეხარისხოვანი ტურნირია და ეს მარცხი არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს ჩვენს ასპარეზობაზე სხვა ტურნირებზე. "ლა ლიგა" ჩემთვის უმნიშვნელოვანესია."
- 19 იანვარი 2012
- 4 971
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.