ანხელს "კლასიკოსთვის" ელოდებიან
არგენტინელი ანხელ დი მარია, 31 დეკემბრის შემდეგ ლაზარეთში იმყოფება.ბოლო ინფორმაციით, ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი დამაკმაყოფილებელია, რაც "კლასიკოში" თამაშის შანსს ერთი-ორად ზრდის.
პრაქტიკიდან კარგად ჩანს, რომ ჯანმრთელ დი მარიას, მოურინიო ყოველთვის უცხადებს ნდობას.სამეფო კლუბში გამოსვლის ჟამს, პირველად 2010 წლის 4 დეკემბერს დაშავდა ანხელი, "ვალენსიასთან" დაპირისპირებაში.მას მხოლოდ ერთ მატჩში მოუწია უქმობა და 12 დეკემბერს დაბრუნდა "სარაგოსასთან."აღსანიშნავია, რომ ნახევამრცველმა თავი გოლით გამოიჩინა.
არგენტინელის მეორე მადრიდული ტრავმა, 2011 წლის 6 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც "ბლანკოსი" "ოსასუნას" ეთამაშებოდა.ამჯერად დი მარიას ორი მატჩის გამოტოვება მოუწია, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ, მოუმ უმალ უხმო მას დერბის განაცხადში და არცთუ ისე ურიგოდ.ანხელიტომ ბურთის გახვევა კარის ბადეში "ატლეტიკოსთანაც" შეძლო.
საუკეთესო ასისტენტი
ალბათ, ორი აზრი არ არსებობს, რომ დი მარია "კლასიკოში" ჰაერივით ესაჭიროება "რეალს."მიმდინარე სეზონში, სამხრეთ ამერიკელი 13 პასით, საუკეთესო ასისტენტია შემადგენლობაში.ნიშანდობლივია, რომ სწორედ ანხელის პასით გაიტანა რონალდუმ გამარჯვების გოლი სამეფო თასის ფინალში.
- 16 იანვარი 2012
- 1 906
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.