რონალდუს 10 ჩაგდებული მატჩი
ევროპულმა საიტმა Goal–მა წარმოგვიდგინა ის 10 მატჩი, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუმ ყველაზე ცუდად ითამაშა. ცხადია, ამ ყველაფრის მიუხედავად, პორტუგალიელის ამაგი არ უნდა დავივიწყოთ და თუნდაც 10 ძალიან ცუდი თამაშის გამო, ის არ უნდა შევიძულოთ ან მივიჩნიოთ, როგორც უსარგებლო ფეხბურთელად.
პორტუგალია 0–1 საბერძნეთი (2004 წლის ევროპის ჩემპიონატი, ფინალი)
კრიშტიანუ რონალდუ ძალიან ახალგაზრდა იყო. 19 წლის რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედში" მალე გაითქვა სახელი და პორტუგალიის ნაკრებშიც მოიძებნა მისი ადგილი. იგი სისტემატიურად თამაშობდა ეროვნულ მატჩებში, თუმცა მან ყველას იმედი გაუცრუა, როცა წლის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში სრულიად იგნორირებული და გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო. აღსანიშნავია, რომ რონალდუს ასეთი მაშტაბის მატჩებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული, რამაც სავარაუდოდ ფინალის ჩაგდება გამოიწვია.
პორტუგალია 0–1 საფრანგეთი (2006 წლის ევროპის ჩემპიონატი, ნახევარ–ფინალი)
ზემოდ ხსენებული იმედგაცრუების შემდეგ, რონალდუს და პორტუგალიის ნაკრებს ძალიან დიდი შანსი ჰქონდათ იმისა, რომ გასულიყვნენ კვლავ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ მათ ამისთვის საფრანგეთი უნდა დაემარცხებინათ. რონალდუ გასული ორი წლის შემდეგ, გაცილებით სტაბილურად და შედეგიანად თამაშობდა. შესაბამისად, კრიშტიანუზე ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული ამ მატჩში, თუმცა მან ისევ ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. მთელი მსოფლიოდან, იმ დროინდელი 17 ნომრის მისამართით მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა, ლანძღვა და უარყოფა ისმოდა.
"მილანი" 3–0 "მანჩესტერი" (2007 წლის ჩემპიონთა ლიგა, ნახევარ–ფინალის განმეორებითი მატჩი)
კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავ ფორმაში იყო, ისევე როგორც "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელმაც ერთ–ერთი საუკეთესო კლუბი (2007 წლისთვის) "რომა" მიწასთან გაასწორდა, კერძოდ ანგარიშით 7–2. ეს მატჩი ინგლისელთათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა "მილანმა" სრულიად დამსახურებულად და დამაჯერებლად მოიპოვა ფინალის საგზური. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში ჯენარო გატუზომ განძრევის საშუალება არ მისცა რონალდუს. მიუხედავად ყველაფრისა, პორტუგალიელს ჰქონდა ერთი 100%–იანი შანსი, რომლის რეალიზებაც მან ვერ მოახერხა.
"მანჩესტერი" 0–1 "ჩელსი" (2007 წლის ინლისის თასი, ფინალი)
"მილანთან" განცდილი მარცხიდან, ზუსტად 17 დღე გავიდა და რონალდუს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში უნდა მიეღო მონაწილეობა, სადაც რასაკვირველია, ბევრი რამ უნდა დაემტკიცებინა, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. პორტუგალიელი ბურთს ძალიან იშვიათად იღებდა, რომელსაც ძალიან მალე კარგავდა. 90 წუთის მანძილზე მას 4 ფეხბურთელი მეურვეობდა, კერძოდ ჯონ ობი მიკელი, მაიკლ ესიენი, კლოდ მაკელელე და ჯონ ტერი. ფაქტია, რომ ლონდონელებმა თავიანთი სამუშაო პირნათლად შეასრულეს.
"ბარსელონა" 0–0 "მანჩესტერი" (2008 წლის ჩემპიონთა ლიგა, ნახევარ–ფინალის პირველი შეხვედრა)
ასეთ მატჩებში გუნდის ლიდერებზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, სწორედ ასეთი "იუნაიტედში" რონალდუ იყო. მან მორიგი მატჩი ვერ მოიგო და კვლავ გაანაწყენა გულშემატკივრები, თუმცა შემდგომ მისი შესანიშნავი თამაშის გამო, ქომაგებმა ეს წყენა მალევე მიაბარეს წარსულს.
პორტუგალია 2–3 გერმანია (2008 წლის ევროპის ჩემპიონატი, მეოთხედ–ფინალი)
როგორც უკვე ავღნიშნე, რონალდუ 2008 წელს შესანიშნავ ფორმაში იყო, მაგრამ მან ეს გერმანიასთან მატჩში ნამდვილად ვერ დაგვანახა. კრიშტიანუს მდგომარეობა პიკს აღწევდა, რაც გერმანიაში არ გამოჩნდა. ეს მატჩი პორტუგალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ისინი დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხებულის ამპულაში აღმოჩნდნენ.
"ბარსელონა" 2–0 "მანჩესტერი" (2009 წლის ჩემპიონთა ლიგა, ფინალი)
მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მაინც ვერ დაგვანახა მან ამ წოდების საფუძველი "ბარსელონასთან". "იუნაიტედმაც" და კრიშტიანუმაც შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ მე–11 წუთის შემდეგ, სცენარი რადიკალურად შეიცვალა. იმ მატჩში თავი სამუელ ეტო'ომ და ლეო მესიმ გამოიჩინეს, ეს უკანასკნელი კი 2009 წელს რონალდუს მთავარი კონკურენტი იყო.
ესპანეთი 1–0 პორტუგალია (2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 1/16)
კრიშტიანუ რონალდუმ "რეალის" მაისური მორიგო, რომელმაც მის შემადგენლობაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ყოველთვის, კრიშტიანუს არ გამოუვიდა ისეთ ძლიერი გუნდებთან თამაში, როგორიცაა ესპანეთის ეროვნული ნაკრები. იმ შეხვედრაში არამხოლოდ რონალდუმ, არამედ მთლიანმა გუნდმა ჩააგდო მატჩი.
მადრიდის "რეალი" 0–2 "ბარსელონა" (2011 წლის ჩემპიონთა ლიგა, ნახევარ–ფინალის პირველი მატჩი)
ამ მატჩისადმი მოლოდინი ძალიან დიდი იყო, ყველაზე დიდი იმ "კლასიკოებს" შორის, რომელიც 2010/2011 წლებში გაიმართა. ცხადია, ასეთ მატჩებში ფავორიტის დასახელება სრულიად ალოგიკური იქნებოდა, თუმცა გულის სიღრმეში ყველა "ბარსელონას" ანიჭებდა უპირატესობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ბარსელონამ" მსაჯის დახმარებით მოახერხა ამ მატჩის მოგება, თუმცა ვერცერთმა მადრიდელმა ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა ისე თავი, რომ რომელიმეს ქება დაემსახურებინა.
მადრიდის "რეალი" 1–3 "ბარსელონა" (2011 წლის ლა ლიგა, ტური – 16)
"ელ კლასიკო", რომელიც სულ ახლახანს გაიმართა. იმაში ორი აზრი არ არსებობს, რომ წლევანდელი "რეალი" გაცილებით ძლიერია, ვიდრე უწინდელი. ექსპერტები ამ მატჩს ამკობდნენ, როგორც ათ წლეულის საუკეთესო დაპირისპირებად, თუმცა პროგნოზები ამაო აღმოჩნდა. "მერენგებს" შეეძლოთ დაემარცებინათ "ბლაუგნარა", კერძოდ კი ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილის შეტანა რონალდუს ევალებოდა. პორტუგალიელს შეეძლო გმირი გამხდარიყო, მაგრამ ეს პირიქით მოხდა და იგი დაასახელეს მატჩის იმედგაცრუებად. კრიშტიანუმ ვერ გამოიყენა ორი 100%–იანი მომენტი, რაც არ აპატია კატალონიის "ბარსელონამ".
და მაინც, თვლით, რომ კრიშტიანუ რონალდუ არაფრის მთქმელი, უსარგებლო, უვარგისი, გამოუსადეგარი და სალანძღავი ფეხბურთელია? ჩემი აზრით, ეს ასე არ არის. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, ჩვენ მისგან დავინახეთ უდიდესი ძალა, რომელიც მან "რეალს" შესძინა. მახსოვს "კოპა დელ რეის" ფინალი, როცა ზემოდ ხსენებულს აღმერთებდნენ" და ერთი მატჩის შემდეგ, ის გახდა უბრალო მოთამაშე, რომელიც "თეთრი" მაისურის მორგებას არ იმსახურებს? ჯერ ყველაფერი წინ არის!!!
Goal.com
- 14 დეკემბერი 2011
- 6 751
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.