ზიზუ ვარჯიშს დაესწრო
სამეფო კლუბის ფეხბურთელები, "ელ კლასიკოსთვის" ემზადებიან.
სასიხარულოა, რომ "სპორტინგთან" მატჩში მიღებული მცირე დაზიანება, მიუშუშა მარსელომ.ბრაზილიელი თავს კარგად გრძნობს და მზადაა "ბარსელონასთან" შეხვედრა სასტარტოში დაიწყოს.ამის პარალელურად, კვლავ ლაზარეთში რჩება რიკარდუ კარვალიო.
რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, ისინი ამაღლებული განწყობით ვარჯიშობენ, პრინციპულ დაპირისპირებაში 3 ქულის მოსაპოვებლად.მოურინიოს განკარგულებაში 22 ძირითადის მოთამაშე და 2 კასტილიელი იმყოფება.აღსანიშნავია, რომ გუშინდელ ვარჯიშს კლუბის დირექტორი, ზინედინ ზიდანი ესწრებოდა.
- 9 დეკემბერი 2011
- 2 541
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.