ელ კლასიკო: ბენზემა და არბელოა სასტარტოში?
"ელ კლასიკოს" მოახლოვებასთან ერთად, ყველას გვაინტერესებს შემადგენლობა, რომელსაც მოურინიო "კულეების" წინააღმდეგ გამოიყვანს.
გამოცემა "ას"-ის აზრით, "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი წუთებიდან კარიმ ბენზემა და ალვარო არბელოა უეჭველად ითამაშებენ.აღსანიშნავია, რომ ფრანგი და ესპანელი ამსტერდამ არენაზე ირჯებოდნენ, თუმცა პორტუგალიელმა მათი გაყვანა მეორე ტაიმში გადაწყვიტა.ჟურნალისტის აზრით, მოუმ "ელ კლასიკოს" წინ დასვენების საშუალება მისცა ფეხბურთელებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ალვარო და კარიმი 11 დეკემბრის შეხვედრაში სასტარტოში იქნებიან.
ალბათ, რთული გამოსაცნობი არ არ არის, რომ არბელოა ძირითადში გამოჩნდება და მარჯვენა ფრთას ჩაიბარებს, თუმცა ბენზემასა და პიპიტას შორის ნამდვილად გაუჭირდება არჩევანის გაკეთება "განსაკუთრებულს."ამის პარალელურად, ჟოზეს კიდევ რამდენიმე დილემა აქვს შემადგენლობის მხრივ, მაგ: კაკა თუ იოზილი, ხედირა თუ ლასი...ერთი სიტყვით, "რეალის" დამრიგებელს დიდი თავსატეხი აწევს.
- 8 დეკემბერი 2011
- 4 510
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.