უეფა VS მოუ
ცოტა ხნის წინ , France Football-ის რედაქციამ გამოაქვეყნა იმ სამი ფეხბურთელის სია, რომლებიც იბრძოლებენ ოქროს ბურთისთვის, არანაირი მოულოდნელობა: მესი, კრიშტიანო და ხავი. ლიდერ მწვრთნელთა სამეული კი ასეთია: მოურინიო, გვარდიოლა და ფერგიუსონი. ერთი სიტყვით, ამ ექვსეულიდან ხუთი კარსმომდგარი კლასიკოს მონაწილეა.
გასაოცარი სულ სხვა რამეა. უეფა, როგორც იცით, საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ სიმბოლური ნაკრები და მისი მწვრთნელი. კანდიდატებს შორის რვა ”ბარსელონას” ფეხბურთელია, ხოლო ექვსი კი ”მადრიდის რეალის”. ვფიქრობ, რომ სწორედ კლასიკოს მონაწილეები იქნებიან ამ სიმბოლური ნაკრების უმრავლესობაში . უეფა ასევე გვთავაზობს საუკეთესო მწვრთნელის არჩევასაც, რომელშიც, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, არ არის ჟოზე მოურინიოს სახელი და გვარი. აი, ეს მესმის...
ქვემოთ მოვიყვან ამ მონაცემებს იმისთვის, რომ თქვენ შეაფასოთ, თუ როგორი კლასიკო გველის წინ. შორეულ 1960-იან წლებში, დი სტეფანოსა და კუბალას დროს, ”მადრიდის რეალი” და ”ბარსა” წარმოუდგენლად ძლიერები იყვნენ. მაგრამ არა ისე, როგორც დღეს არიან. დღეს ჩვენ ვხდებით მომსწრენი სრულიად გაუგონარი დაპირისპირებისა. ასეთი რამ წინათ არ იყო. არ იყო 17-17 (კრიშტიანოსა და მესის ანგარიშზე) გოლი ლა ლიგის ასე ადრეულ ტურში. არ იყო ასეთი მომაკვდინებელი სხვაობა ”მადრიდის რეალის” მიერ გასვლაზე გატანილ გოლებს შორის (21-ი 3-ის წინააღმდეგ). არ იყო ასეთი გასაოცარი სხვაობა ”ბარსას” მიერ სახლში გატანილ და გაშვებულ გოლს შორის (39 გოლი არცერთის წინააღმდეგ). მსოფლიოს ჩემპიონი ეროვნული ნაკრების ამდენ წარმომადგენელს ერთბაშად არასდროს მოუყრია თავი. არ იყო ისეთი სიტუაცია, როცა კლასიკოს მონაწილე 15 თუ უფრო მეტი ფეხბურთელი შედიოდნენ მსოფლიოს 25 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის.
ეს მართლაც რომ უნახავი და წარმოუდგენელი სანახაობაა, ამიტომაცაა, რომ ასე აქტიურად ვმსჯელობთ კლასიკოზე. ყველაფერთან ერთად, ეს შეხვედრა განსხვავებულ სიტუაციაში ჩაივლის. ”მადრიდის რეალი” ფავორიტია, ხოლო ”თეთრების” მოგება ბუკმეიკერების მიერ 2,37 კოეფიციენტითაა შეფასებული, მაშინ როცა ”ბარსას” ანალოგიური მაჩვენებელი 2,94-ია. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ვინ გახდება ლა ლიგის ჩემპიონი, აშკარაა ”მადრიდის რეალის” უპირატესობა, მისი შანსები 1,47-დაა შეფასებული, ხოლო ”ბარსას” კი 2,64-ად. გასაოცარი კონტრასტია. ისევ ის ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც წინა სეზონში, მაგრამ მოლოდინი, განწყობა სულ სხვაა , რასაც თავისი ახსნა აქვს. როგორც ჩანს, მოუ არ ტყუოდა, როცა მეორე სეზონი ეკერა მუდამ პირზე. როგორც ჩანს , ის თავის დათესილს იმკის ”სამეფო კლუბში”. ამასთან ერთად კი, უეფას ეს მწვრთნელი არ შეყავს სიმბოლური ნაკრების მწვრთნელთა ხუთეულს შორის. შეიძლება კი ვივარაუდოთ, რომ მოუ ობიექტურად არაა მოხვედრილი ამ სიაში? არა, მაგრამ ეს უკვე უეფა-ს პორტუგალიელთან თავისი ანგარიში აქვს.
---ალფრედო რელანო- AS-ის მთავარი რედაქტორი.---
- 8 დეკემბერი 2011
- 2 180
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.