მე–6 ტური, დღე პირველი
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მე–6 ტურის რამდენიმე შეხვედრა, სადაც გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც 1/8 ფინალში ითამაშებენ.
5 დეკემბერი – გამართული მატჩები:
ჩელსი 3–0 ვალენსია
გენკი 1–1 ლევერკრუზენი
ოლიმპიაკოსი 3–1 არსენალი
დორტმუნდი 2–3 მარსელი
პორტო 0–0 ზენიტი
პლზენი 2–2 მილანი
6 დეკემბერი – გასამართი მატჩები:
მანჩესტერ სიტი – ბაიერნი
ვილიარეალი – ნაპოლი
ინტერი – ცესკა
ლილი – ტრაბზონსპორი
ბასელი – მანჩესტერ იუნაიტედი
აიაქსი – მადრიდის რეალი
ზაგრები – ლიონი
* აქვე გეტყვით, რომ გუშინ გაირკვა რვა 1/8 ფინალისტის ვინაობა. ესენი არიან – ლონდონის "ჩელსი", "ლევერკრუზენი", "არსენალი", "მარსელი", "აპოელი", "ზენიტი", "ბარსელონა" და "მილანი". დღეს გაირკვევა კიდევ რვა მათგანის ვინაობა, თუმცა რამდენიმე ჩვენთვის ნაადრევად გახდა ცნობილი.
* გუნდები, რომლებიც ევროპის ლიგაზე განაგრძობენ ასპარეზობას: "ვალენსია", "ოლიმპიაკოსი", "პორტო" და "პლზენი". დღეს კიდევ ოთხი მათგანის ვინაობა გაირკვევა.
* გუნდები, რომლებიც დაემშვიდობნენ ევროპის საკლუბო ტურნირებს: "გენკი", დორტმუნდის "ბორუსია", "შახტარი", "ბატე" ბორისოვი. მათ სიას შეგვიძლია მივამატოთ ზაგრების "დინამო", "ვილიარეალი" და ოტსელულ "გალათი". დღეს გაირკვევა კიდევ ერთი მათგანის ვინაობა, რომელიც აუცილებლად B ჯგუფს წარმოადგენს.
Goal.com
- 7 დეკემბერი 2011
- 2 104
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.