მოურიზმები

არავისთვის არაა უცნობი, რომ ჟოზე მოურინიო, ის ხომ განსაკუთრებულია, ის ხომ მისტერია, ის ხომ მოუა, ცნობილია, თავისი გამონათქვამებით, ის არაპროგნოზირებადი ქცევები, რომელიც მას აქვს, ბევრს სძულს, ბევრს ღიმილს გვრის, ბევრს კიდე მოსწონს. დღეს მან ვილიანოვს თვალში თითი ატაკა, გუშინ პრესიადოს გათახსირებული ადამიანი უწოდა, ხვალ კი თავისუფლად შეიძლება , რომ შტურმით აიღოს ევროპის უმაღლესი სასამართლო ინსტაციები. რაც ყველაზე მთავარია, ის არ ერიდება პრესას, ბევრ ინტერვიუს იძლევა, სადაც უამარავ თემაზე საუბრობს და ამით ჟურნალისტებსაც ახარებს, ”რეალის” გულშემატკივრებსაც, თავის მტრებსაც და სრულიად კაცობრიობასაც.

· არსად არ მსურდა მტრების გაჩენა. ამისკენ არასდროს არ ვილტვოდი.

· ფაბიო კოენტრაოს ყიდვა - ეს იგივეა, რაც იყიდო პორტუგალიელი მარსელო. მე უპირატესობას სხვა პროფილის ფეხბურთელს ვანიჭებ.

· მე აბსოლიტურად განცვიფრებული ვარ და მიყვარს მარსელოს თამაში

· უპირატესობას ვანიჭებ იმას, როცა შეუმჩნეველი ვარ.

· ისინი, ვინც ლაპარაკობენ ჩემს დაცვით სტილზე, უბრალოდ დაიღალნენ იმით, რომ მე მუდამ ვიგებ.

· პრეზიდენტს მძიმე დღე ელის, თუ ის მე საათს მაჩუქებს, მე ასეთები უკვე 20 მაქ, მაშინ ეს საათები ძალიან კარგები უნდა იყოს.

· ფეხბურთელი-ეს განსაკუთრებული ცხოველია და მე ამას სიყვარულით ვამბობ და არა კრიტიკის მხრივ. ერთ-ერთი თვისება ამ ცხოველისა არის ის, რომ ის უბედურია, როცა არ თამაშობს.

· არიან ფეხბურთელები, რომლებიც არამარტო ცივსისხლიანები არიან, არამედ მათ სისხლის ნაცვლად ვენებში მხოლოდ წყალი უჩქეფთ.

· მე მინდა ვიყო ერთადერთი, ვინც შეძლებს და მოიგებს მსოფლიოს სამ უმნიშვნელოვანეს ჩემპიონატს: ესპანურს, იტალიურს და ინგლისურს.

· თითქმის არ ვკითხულობ იმას, რასაც ჩემზე ამბობენ.

· ჩემზე ბევრი ტყუილის წაკითხვა მიწევს.

· როცა ესპანურ გაზეთბს ვშლში, ვხედავ, რომ არცერთი ინტერვიუ ისე არ ჩაივლის, რომ ჩემი სახელი ახსენონ.

· ჩემი საქციელი, ეს ”მარიაჟობა”. თეატრი არაა. მე უბრალოდ ვმუსაობ, მთლიანად ჩაფლული ვარ თამაშში.

· მე მწვრთნელი ვარ და არა ჰარი პოტერი.

· საფეხბურთო კლუბ ”მადრიდის რეალს” ხელმძღვანელობს ფლორენტინო პერესი. მე მთავარი ვარ გასახდელში. მთავარი ვარ საკუთარ კაბინეტში, მაგრამ ”რეალი” , არც ჩემი გასახდელია და არც ჩემი კაბინეტი.

· ჩემზე ვერასდროს იტყვიან, რომ არ მიყვარს ურთიერთობა, ჩემი კარი მუდამ ღიაა.

· ვიცი, როგორ უნდა ვითამაშო ”ბარსას” წინააღმდეგ. ეს ზეპირად მახსოვს. თერთმეტი ფეხბურთელით თერთმეტის წინააღმდეგ.

· კრიშტიანო სულაც არ მიეკუთვნება ”დედიკოს ბიჭებს”. ის სიმულანტი არაა.

· არასდროს მიმართლებს თამაშის განრიგისას.

· მომწონს ბენზემა რომ უკმაყოფილოა იმით, რომ ის იგუაინის დუბლიორია.

· გულშემატკივრები-ეს ისინი არიან, ვინც მე მიხდის, ამიტომაც მიწევს გაჩუმება და მათი მიღება.

· მე პირადად უფრო გამიხარდება, თუ ”ბერნაბეუზე” შეკრებილი გულშემატკივარი უფრო ემოციური იქნება

· ”მადრიდის რეალს” ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის საკუთარი ისტორია აქვს, მე ჩემი.

· მე დრო მჭირდება და პრეზიდენტი მზადაა ეს დრო მომცეს. ჩემი ფეხბურთელებიც ითხოვენ უფრო მეტ დროს, ამიტომაც მე ა თხოვნას პრეზიდენტს გადავცემ. თქვენ ჟურნალისტებს, ხომ ერთი წუთის დათმობაც კი არ გინდათ ჩემთვის.

· გუნდი ვერასდროს ვერ ითამაშებს იმ დონეზე, რაზეც მე, ფეხბურთლები და ყველა ჩვენგანი ერთად ვოცნებობთ.

· მწვრთნელი პრეზიდენტის სიტყვაზე და ქცევაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

· ის, რაზეც მე ფეხბურთელებთან ვლაპარაკობ-პირადად ჩემი და ჩვენი პრობლემაა.

· ყოველთვის ვამოწმებ გასახდელებს, იქ რამე მოსასმენი საშუალებები ხომ არაა დამონტაჟებული.

· მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც 10 მლნ. ადამიანი საკუთარ თავს მწვრთნელად თვლის, ეხლა კი უკვე 40 მლნ.-იანი მწვრთბელთა აუდიტორიის წინაშე მიწევს მუშაობა.

· როცა ჩემზე საუბრობთ, თქვენ გიყვართ ხმამაღალი სიტყვების ძახილი, როგორიცაა ”საკონცენტრაციო ბანაკი” და ”რკინის სერჟანტი”, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებთან ბრწყინვალე დამოკიდებულება მაქვს.

· ჭორების გავრცელება-ეს თქვენი პროფესიაა, ამიტომაც ამას თქვენს პრობლემად ვთვლი..

· ვინ არის ის? მე არ ვიცნობ გრეგორი მანსანოს.

· მას თავი არცერთ შეხვედრაში დიდად არ გამოიჩენია ისე, რომ გვეთქვა თითქოს ზიდანი, მარადონა ან დი სტეფანო თამაშობდეს. ჩვენ უბრალოდ პედრო ლეონზე ვსაუბრობთ!

· გუშინ საღამოთი მე ჩემს პრეზიდენტთან ერთად ვივახშმე, აი იმას, პატივისცემის ფარგლებში ვეუბნები ყველაფერს, რასაც ვფიქრობ. თქვენ კი სამწუხაროდ არა, ვინაიდან თქვენგან სულაც არ ვარ დავალდებულებული.

· არიან ადამიანები, ვინც მე მხოლოდ იმიტომ მაკრიტიკებს, რომ უფრო ხშირად გამოჩნდნენ გაზეთებში, რადიოში ან ტელევიზიაში.

· კარიმს თავისუფლად გავწირავ იმისთვის, რომ სხვა ორი ფეხბურთელი ვასიამოვნო.

· ვისურვებდი ზიდანი უფრო ხშირად იყოს ჩემთან, ხოლო პრეზიდენტთან კი უფრო ნაკლებად.

· გრანდში შეუძლებელია იყოს თერთმეტი დიდებული ფეხბურთელი, ასეთი გუნდით ვერაფერს მოიგებ.

· თუ ჩემს განკარგულებაში არის მსოფლიოში საუკეთესო გოლკიპერი, რატომ უნდა გავიყვანო მოედანზე მეორე ან მესამე?

  • shvela
  • 7 დეკემბერი 2011
  • 2 779

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)