ვალდანო: ”მადრიდი პატივისცემას იმსახურებს”
სამეფო კლუბის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ, გამოცემა ”El País Semanal”-ს მისცა ინტერვიუ.
”უდავოა, რომ ”ბარსელონას” წარმატება, ნებისმიერი საფეხბურთო კლუბისათვის პლატონური ოცნებაა.აღნიშნული ფაქტის აღიარება, ”რეალის” ღალატს არ ნიშნავს, რამეთუ ამ სიმანდვილეს ვერ გაექცევი.საჭიროა, იმ გზების მოძიება, რომელიც მეტოქეზე ბატონობას მოგიტანს.ნიშანდობლივია, რომ მადრიდი უკვე ავიდა ”ბარსას” დონეზე და ღირსეულად შეუძლია უყუროს მას თვალებში.”
”რა თქმა უნდა, ვერავინ იამაყებს იმით, რაც სუპერ თასის მეორე თამაშის შემდეგ მოხდა.ჩემი აზრით, ახლა ამაზე საუბარი უადგილოა, რამეთუ აღნიშნული ეპიზოდი უკვე წარსულს ჩაბარდა.ბუნებრივია, რომ მოურინიოსთან უთანხმოება მქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ.”
”დღესდღეობით ესპანეთი ისეთივე სიმბოლოდ იქცა მსოფლიოში, როგორიც ადრე ბრაზილია იყო.”
- 18 სექტემბერი 2011
- 2 175
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.