"კასტილია" პირველი დერბის მოლოდინში

ტორილის შეგირდები მესამე გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადებიან.

სეზონის პირველი დერბი ალფრედო დი სტეფანოს სტადიონზე გაიმართება, "კასტილია" "ხეტაფე ბ"-ს დასახვედრად ემზადება.

ალბერტო ტორილის სეგირდები მზად არიან ამ გამოწვევისთვის: "ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი გვაკლდა და ხალხს ეგონა, რომ ეს შეგვავსუსტებდა, ასე არ მოხდა. ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ვიცით, რა გვინდა და რისკენ მივდივართ."-განაცხადა ხორხე კასადომ. "კასტილიამ" მიმდინარე სეზონი ორი მოგებითა და ორი ყაიმით დაიწყო, ამის წყალობით მათ აგერ უკვე 24 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ, მას შემდეგ, რაც მათ სათავეში ალბერტო ტორილი მოვიდა. "კასტილია" რვა ქულით მეექვსე ადგილზეა. მეოთხე ადგილზე მყოფსაც ანალოგიური ქულა აქვს, შესაბამისად "თეთრების" მთავარი საზრუნავი ისაა, რომ რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ლიდერებთან. გუნდს დააკლდებიან რუისი, რიოსი, მერჩანი. ასევე "კასტილიას" ვერ დაეხმარება ტომას მეხიასი, რომელიც პირველ გუნდთან ერთად ვალენსიაში მიემგზავრება.


წყარო: RealMadrid.com

  • shvela
  • 17 სექტემბერი 2011
  • 1 446

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)