ფონდის კიდევ ერთი სკოლა - ამჯერად პარაგვაიში
მადრიდის "რეალის" ფონდი არა და არ ჩერდება....
ამ კვირაში კიდევ ერთი სკოლის მშენებლობა დაიწყო ფონდმა, ამჯერად პარაგვაიში, კერძოდ ქალაქ იტაუგუაში. სკოლის საფუძვლის ჩაყრას ესწრებოდნენ ფონდის წარმომადგენლები მადრიდიდან, ასევე ქალაქის მერი, ორგანიზაცია "მაპფრეს" პირველი პირებიც. ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც ფინანსური დახმარება გაუწია ამ პროექტს. სკოლის ძირითადი მიზანია, რომ ბავშვები მაქსიმალურად მოაშორონ კრიმინალს და მათ განათლება მიიღონ.
იტაუგუა პარაგვაიში სიდიდით მეთვრამეტე ქალაქია 45 000 მოსახლეობით. უნდა აღინიშნოს, რომ იგი ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია.
- 17 სექტემბერი 2011
- 1 368
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.