"რეალი" თებერვლის შემდეგ გასვლაზე დაუმარცხებელია
წინა სეზონის ფინიშზე მადრიდის "რეალი" დაუმარცხებელი იყო. ჟოზე მოურინიოს შეგირდები შინ და გარეთ მეტოქეს მექტოეზე ანადგურებდნენ იშვიათი გამონაკლისების გარდა. "ოსასუნასთან" მოულოდნელი მარცხის შემდგომ "ბლანკოსმა" 9 "პრიმერას" გასვლითი შეხვედრა ჩაატარა და აქედან რვა მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა "დეპორტივოსთან". დამარცხებული გუნდები კი არიან: "ესპანიოლი", "რასინგი", "ატლეტიკო", "ატლეტიკი", "ვალენსია", "სევილია", "ვილეარეალი" და "სარაგოსა"...
ამ ცხრა შეხვედრაში მადრიდის "რეალს" მატჩში საშუალოდ 3.33 გოლი გაჰქონდა. საუკეთესო მეგოლე კრიშტიანო რონალდოა. მან ათჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, მეორეზე კაკა გახლავთ ექვსი გოლით, ხოლო მესამეზე ბენზემა 4 გოლით.
კვირას "ბლანკოსი" "ლევანტეს" დაუპირისპირდება გასვლით მატჩში, რომელიც თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება. გასულ სეზონში "ბლანკოსმა" "ელ სარდინიეროზე" ნულოვანი ფრე დააფიქსირა. 3 დღის შემდეგ კი "თეთრების" მეტოქეები სანტანდერის "რასინგის" ფეხბურთელები იქნებიან. ეს მატჩიც იგივე დროს გაიმართება.
- 15 სექტემბერი 2011
- 3 492
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.