პაჩეკომ ესპანელი 20 წლამდელები ნახევარფინალში გაიყვანა

"მადრიდის რეალის" კანტერას ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს თერთმეტმეტრიანი დარტყმა აუღო, რამაც ესპანეთს ნახევარფინალში გასვლის საშუალება მისცა.

ფერნანდო პაჩეკომ მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჩემპიონატი კოლუმბიაში ტარდება. პაჩეკო მთელი თამაშის მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე იდგა. პირველ ნახევარში მან შესანიშნავი რეაქცია უჩვენა და მოიგერია კიმ იანდ უკის დარტყმა, მეორე ნახევარში კი ორჯერ იხსნა ესპანელთა კარი გოლის გატანისგან. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, ანგარიშიდანვე ჩანს, რომ ესპანეთს სერიოზული ბრძოლის გადატანამ მოუწია. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პაჩეკომ ერთი დარტყმა მოიგერია, რამაც ესპანეთის ნაკრებს საშუალება მისცა საბოლოო ჯამში 7:6 დაემარცხებინა მეტოქე. მედალის მოსაპოვებლად ბრძოლამდე ესპანელებს ბრაზილიელი თანატოლების წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ.


წყარო: RealMadrid.com

  • shvela
  • 11 აგვისტო 2011
  • 2 068

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)