''რეალთან'' შესაძლოა პიკემ და ხავიმ ვერ ითამაშონ
14 აგვისტოს გაიმართება სუპერ თასის პირველი დაპირისპირება. კატალონიელები მადრიდს შესაძლოა შესუსტებული შემადგენლობით ეწვივნონ. რამდენიმე დღის წინ ტრავმა მიიღო ხავიმ, რომელმაც ამხანაგური მატჩი გამოტოვა ეროვნულ ნაკრებში. გარდა ამისა, ტრავმირებულია ხერარდ პიკეც, რომელიც იტალიასთან მატჩში შესაცვლელი შეიქმნა.
საკადრო პრობლემები ექნება ''რეალსაც''. კატალონიელების წინააღმდეგ მატჩში შესაძლოა ვერ ითამაშონ გრანერომ, ალტინტოპმა და სერხიო რამოსმა, შაჰინის თამაში გამოირიცხა, იგი გუნდს კიდევ 2 კვირა ვერ დაეხმარება
- 11 აგვისტო 2011
- 2 477
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.