”მედიაპრომ” გამონაკლისი დაუშვა
როგორც გუშინ დავწერეთ, ახალი სეზონიდან, პრიმერა დივიზიონში მატჩების ჩატარების ახალი გრაფიკი შემოვა.
აღნიშნული სიახლის თანახმად, კვირა დღეს, ტურის ერთ-ერთი შეხვედრა, სტარტს აიღებს მადრიდის დროით 12 საათზე.ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ინოვაციას მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი, რამეთუ უმრავლსეობას და მათ შორის გრანდებბს, სურვილი არ აქვთ თამაშები გამართონ დილით, 12 საათზე.ამის მთავარ მიზეზად კი, სტადიონების არ შევსება სახელდება და რა თქმა უნდა, მართალიცაა.
აქედან გამომდინარე, ”მედიაპრომ,” რომელიც ლა ლიგის თამაშების ტრანსლიაციას უზრუნველყოფს, დაუშვა გამონაკლისი, რის თანახმადაც, ”რეალი” და ”ბარსელონა” საშინაო მატჩებს, კვირას, ადგილობრივი დროთ 12 საათზე არ გამართავენ.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ პირველი ”ელ კლასიკო” გაიმართება 10 დეკემბერს, 20 საათზე.
- 11 აგვისტო 2011
- 2 148
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.