სუპერთასისთვის მზადება დაიწყო
დღეს მადრიდის "რეალმა" პირველი ვარჯიში გამართა სუპერთასის ფინალისთვის მოსამზადებლად. ვარჯიშს ბევრი ფეხბურთელი ვერ დაესწრო. მათი უმრავლესობა ნაკრებში არიან გამოძახებულნი, ხოლო შაჰინი ტრავმირებულია და დარბაზში განაგრძობს სარეაბილიტაციო ვარჯიშებს...
დღევანდელ ვარჯიშში მხოლოდ 14-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. "კასტილიიდან" მომზადება გაიარეს ტომას მეხიასმა, ისააკმა და მანდიმ, ხოლო "ხუვენილ ა"-დან დიეგომ, ივან საენსიმ და კარმონამ. ტრადიციულად ფეხბურთელებმა თავდაპირველად მოთელვითი ვარჯიშები შეასრულეს, ხოლო ამის შემდეგ კი ჯგუფებად დაიყვნენ და ტაქტიკურ მომზადებას შეუდგნენ. მეკარეებს კი ჩვეულებისამებრ სილვინო ლოურო ავარჯიშებდა.
ვარჯიშს რუი ფარია ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებით იგი ახლაგაზრდა ფეხბურთელების გარჯას აკვირდებოდა.
ვარჯიშის დასასრულს ყველა ფეხბურთელმა კარში დარტყმაზე ივარჯიშა.
კასილასი, არბელოა, ალბიოლი, ალონსო, რონალდო, კოენტრაო, პეპე, კარვალიო, ბენზემა და ვარანე თავიანთი ქვეყნის ნაკრებებში არიან გამოძახებულნი. ასევე სერხიო რამოსი, ნური შაჰინი და ესტებან გრანერო ტრავმირებულნი არიან და სარეაბილიტაციო კურსებს გადიან.
- 10 აგვისტო 2011
- 2 527
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.