1996 წლის სამი ლეგენდარული ტრანსფერი

სამეფო კლუბის რუსულ ენოვან საიტზე (რეალმადრიდ.რუ), საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოქვეყნდა.გთავაზობთ, აღნიშნულ სტატიას.

15 წლის წინ, 1996 წლის 29 ივლისს, სამფო კლუბი ამხანაგურ თამაშს ატარებდა შვეიცარიის ქალაქ ნიონში.ნახსენები დაპირისპირება იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ”თეთრების” რიგებში ზედიზედ სამი მოთამაშის დებიუტი შედგა.

სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ მთავარ თემაზე, შეგახსენებთ, რომ 1995-96 წლების სეზონი სამეფო კლუბისათვის სამარცხვინო გამოდგა.გუნდმა პრიმერაში მეექვსე პოზიცია დაიჭირა (”ტენერიფემაც” გაგვასწრო).აღნიშნულ ჟამს, ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელად ასევე ლეგენდალური ფაბიო კაპელო დანიშნა, რომელმაც საკადრო ცვლილებები განახორციელა.იტალიელი სპეციალისტის მთავარი მიზანი, სარფიანი ტრანსფერების გაჩარხვა იყო.და აი, კაპელოს დანიშვნის შემდეგ, ”რეალში” სამი, შემდეგ უკვე ლეგენდალური, მოთამაშეები გამოჩნდნენ.ესენია: კლარენს ზეედორფი, პრედრაგ მიატოვიჩი და დავორ შუკერი.

კლარენს ზეედორფი

1996 წლის სამი ლეგენდარული ტრანსფერი


ჰოლანდიელი კაპელოს რჩეული გახლდათ.მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის კლარენსით ბევრი გრანდი იყო დაინტერესებული, 8.8 მილიონ დოლარად ”რეალის” ”ჰავბეკობა” მოირგო (20 წლის ასაკში).აპენინელმა მწვრთნელმა, ინტერვიუში დასძინა: ”ერთი წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი რომ ზეედორფი იმედებს გაამართლებდა.ის უდავოდ მებრძოლი ფეხბურთელია.

ნიდერლანდელი ნახევამრცველის დებიუტი პრიმერაში, 1996 წლის 8 სექტემბერს შედგა ”ერკულესუს” წინააღმდეგ (3-0).მან საერთო ჯამში 38 თამაში გამართა ”თეთრ” მაისურში.აღსანიშნავია, რომ კლარენსმა თვისი პირველი მადრიდული გოლის გატანა 20-ე ტურში მოახერხა, ”ვისტენე კალდერონზე.”

ზეედორფმა, ესპანეთში გადმობარგებისთანავე, უმალ მოიძვეჭა როგორც ქომაგების, ასევე ხელმძღვანელების სიყვარული.ის მაქსიმალურად იხარჯებოდა და ყოველთვის იქ იდგა, სადაც საჭირო იყო.ფეხბურთელმა მალევე შეისწავლა ესპანური, რამაც ადაპტაციის გავლაში ლომის წვლილი შეიტანა.ნიშანდობლივია, რომ 20 წლის ჰოლანდიელს ,ისეთი მოთამაშეები უწვედნენ თანაგუნდელობას, როგორებიც არიან: კარლოსი, რედონდო, რაული და სხვანი.

1999 წელს, ”რეალში,” კაპელოს პოსტი ჯონ ტოშაკმა ჩაიბარა, რომელმაც შემადგენლობაში დიდი განწმენდითი სამუშაოები ჩაატარა.ამ უკანასკნელის ფორმაციის გუნდში, ზეედორფის ადგილი აღარ მოიძებნა.ყველაფერს ისიც დაემატა, რომ კლარენს ”შეტაკება” მოუვიდა ივან კამპოსთან, რამაც ნახევამრცველის ”თეთრს” კარიერას საბოლოოდ დაასვა დაღი.

1999 წელის 21 დეკემბერს, ფეხბურთელმა უკანასკნელი მატჩი გამართა ესპანეთში, საიდანაც შემდეგ უკვე ”ინტერში” გადაბარგდა 24.5 მილიონ ევროდ.

კლარენსის ულამაზესი გოლი ”ატლეტიკოს” კარში.



პრედრაგ მიატოვიჩი

1996 წლის სამი ლეგენდარული ტრანსფერი


ახალგახრდა იუგოსლავიელის ”ვალენსიიდან” ”რეალში” გადასვლას, დიდი სკანდალი მოჰყვა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ნამდვილად ღირდა ყველაფერი, ”პედიას” სანაცვლოდ.”ბლანკოსებში” გადმობარგების პირველივე წელს, მიატოვიჩმა ჩემპიონის ტიტული გაიფორმა, ხოლო შემდეგ სეზონში კი, ევროპოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა.აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ამსტერდამში გასამართ ფინალამდე 2 დღით ადრე, მოთამაშემ ძიერი ტკივილები იგრძნო ფეხზე.მედიკოსების დასკვნით, მას სულ მცირე 10 დღე მოუწევდა უქმობა, თუმცა ფიზიოთერაპევტის დამსახურებით, მიატოვიჩი ”იუვესტუსთან” სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა.აქვე იმასაც დავამატებდი, რომ ”პედიას” ტრავმის შესახებ, ”რეალში” მხოლოდ იერო და შუკერი იყვნენ ინფორმირებულნი, ხოლო რაც შეეხება იმ დროინდელ მთავარ მწვრთნელ, ჰაინკესს, ის ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდა.და ბოლოს, ყველაფერი სასწაულით დამთავრდა, 66-ე წუთზე პრედრაგმა გაიტანა ის ერთადერთი გოლი, რომელმაც სამეფო კლუბს მე-7 ტიტული მოუტანა.გატანილი ბურთის აღსანიშნავად, იუგოსლავიელი, თავის მკურნალ ექიმთან გაიქცა.

როგორც ზემოდ აღვნიშნეთ, პრედრაგ მიატოვიჩიც ჯონ ტოშაკის მსხვერპლი გახდა, თუმცა ”ბერნაეუს” ყოველთვის ემახსოვრება ფეხბურთელი, რომელსაც მეტოქეები ვერ აჩერებდნენ.



დავორ შუკერი

1996 წლის სამი ლეგენდარული ტრანსფერი


განსხვავებით ზემოდ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისაგან, შუკერი სამეფო კლუბს ”ადვილად” ერგო ”სევილიიდან.”ახალგაზრდა ფორვარდი, დიდ სამუშაოს ასრულებდა ”რეალის” შეტევით ხაზში.”თეთრების” რიგებში, დავორმა 86 შეხვედრის ჩატარება და 38 გოლის გატანა მოახერხა.აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელის ასპარეზობა 97 წლის ჩემპიონატზე.

როგორც მიატოვიჩმა და ზეედორმა, შუკერმა 99 წელს დატოვა სამეფო კლუბი.

ბრწყინვალე ტრიო

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ზეედორფის, მიატოვიჩისა და შუკერის ”ნათლობა” სამეფო კლუბის რიგებში, 1996-97 წელის სეზონში შედგა, როდესაც ”სანტიაგო ბერნაბეუზე,” ”რეალი” დაუძინებელ მტერს მასპინძლობდა.იმ დროს, ”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბში ლეგენდალური ბობი რობსონი იდგა, ხოლო მოედანზე კი ფენომენალური ნაზარიე დე ლიმა რონალდო ბობოქრობდა.მატჩის მსვლელობის დროს, კატალონიელები მხურვალედ უტევდნენ ილგნერის კარს, თუმცა სასურველი დივიდენდები ვერადავერ მიიღეს.ბოლოს, მატჩი დედაქალაქელების გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.გოლების ავტორები, ზეედორფის გადაცემების წყალობით, გახდნენ, პრედრაგ მიატოვიჩი და დავორ შუკერი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)