ახალი გრაფიკი ლა ლიგაზე
ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ, პრიმერა დივიზიონში, თამაშების ჩატარების ახალი გრაფიკი დაამტკიცა.
კონკრეტულად, საქმე შეეხება, მატჩების გამართვის დროს.მაგალითად: თუ ადრე კვირა დღეს გუნდები, 17, 19 და 21 საათზე თამაშობდნენ (ადგილობრივი დროით), ახლა მათ შესაძლებლობა ექნებათ12, 16, 18, 20 და 22 საათზე გააგორონ ბურთი.აღსანიშნავია, რომ მხოლოდ კვირას, 18 საათზე დაემთხვევა ორი კლუბის თამაში, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში კი, ქომაგს შესაძლებლობა ექნება შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, ტურის ყველა შეხვედრა ”ლაივში” იხილოს.
ზემოდ ნახსენები ნოვაცია, მხოლოდ კვირას გასამართ თამაშებს მოიცავს (ტრადიციისამებრ, შაბათს სამი თამაში იქნება 18, 20 და 22 საათზე*, ხოლო ორშაბათს ერთი - 22 საათზე*).
*მადრიდის დროით.
- 10 აგვისტო 2011
- 2 616
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.