რონალდოს შესაძლებლობა ექნება საიუბილეო მე–100 გოლი ''ბარსას'' გაუტანოს
კრიშტიანომ 2 სეზონში უკვე 99 გოლის გატანა მოახერხა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. 12 გოლი მან ამხანაგურ შეხვედრებში შეაგდო, აქედან 7 წელს. 67 გოლის გატანა მან ესპანეთის ჩემპიონატში შეძლო, 13 ჩემპიონთა ლიგაზე და 7 კოპა დელ რეიზე.
უცნობი ნამდვილად არაა ის, რომ რონალდოს ''ბარსას'' წინააღმდეგ თამაში უჭირს. ეს დასტურდება იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა მანჩესტერში გამოდიოდა. გადიოდა წლები და კრიშტიანოს გოლი ვერ გაჰქონდა კატალონიელთა კარში.
შარშანდელ სეზონში ეს არასასიამოვნო ტრადიცია პორტუგალიელმა დაარღვია. მან ერთი გოლი ლა ლიგაში გაუტანა ''ბარსას'' და ერთიც, გადამწყვეტი თასის მომტანი გოლი, კოპა დელ რეიზე. შარშანდელი გატანილი 2 ბურთი ძალისხმევას და თავდაჯერებულობას შეჰმატებს პორტუგალიელს და ორმაგი ძალებით შეეცდება მიუახლოვდეს საიუბილეო მე–100 გოლს.
- 10 აგვისტო 2011
- 2 821
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.