"ჩვენ ყველა ფრონტზე ვიბრძოლებთ და აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას"
ფრანგი ფეხბურთელი კარიმ ბენზემა ჟურნალისტებს გაესაუბრა.
ბენზემამ წინასასეზონო პერიოდი ჩინებულად ჩაატარა. მან გაიტანა 8 გოლი და კარგ ფორმაში იმყოფება. კარიმმა ინტერვიუ მისცა მადრიდის ''რეალის'' საიტს, მან ხაზი გაუსვა ზიზუსა და მოუს ფაქტორებს. '' ზინედინ ზიდანი და ჟოზე მოურინიო მხარში მიდგანან, როცა ასეთი ადამიანებისგან მხარდაჭერას გრძნობ, ეს ძალიან კარგია და დადებითად მოქმედებს.''
''ჩვენ კარგად გავიარეთ ეს პერიოდი და სერიოზულ პროგრესს განვიცდით. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ფრონტზე და დიდ წარმატებებს მივაღწევთ ამ სეზონში. მე ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე მადრიდში, რაც ძალზედ მეხმარება. თავს ''რეალის'' განუყოფელ ნაწილად მივიჩნევ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, გამორჩეულად კრიშტიანუსთან ვმეგობრობ, ის ძალიან კარგი ადამიანია და კარგ რჩევებს იძლევა. '' – განაცხადა ბენზემამ
ფრანგმა ისაუბრა ასევე თანამემამულე ვარანეზე : '' მე ვცდილობ, ჩემი გამოცდილება გავუზიარო მას და დავეხმარო ადაპტაციაში. ის ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა და დიდი მომავალი აქვს''
www.realmadrid.com
- 10 აგვისტო 2011
- 1 552
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.