მისტიკური შაჰინი

34 დღე და არცერთი ჩატარებული შეხვედრა.

გაგიკვირდათ არა? დიახ, თურქი-გერმანელი ფეხბურთელი აგერ უკვე 34 დღეა, რაც მოურინიოს განკარგულებაშია, მაგრამ ჯერ მისი დებიუტი არ შემდგარა. მიზეზი? მეტად უცნაური ტრავმა, რომელიც მან "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" გასამართი შეხვედრის წინ საწვრთნელი ვარჯიშისას მიიღო.

თავიდან ცნობილი იყო, რომ მისი აღდგენითი პროცესი ორი-სამი კვირა უნდა გაგრძელებულიყო. თავად მოურინიო "ლიკესტერთან" გამართულ შეხვედრაში აცხადებდა: "ნური შაჰინი აუცილებლად ითამაშებს ჩინეთში გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში."

ფეხბურთელმა ერთი დღე ცალკე ივარჯიშა კიდეც, გუნდთან ერთადაც ვარჯიშობდა, მაგრამ შემდეგ სამედიცინო პერსონალს აცნობა, რომ ფეხებში ტკივილს გრძნობდა და ვარჯიში მიატოვა. ამის შემდეგ, კლუბს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ნური შაჰინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

არავინ არაფერი არ იცის იმის შესახებ, თუ როდის დაბრუნდება ფეხბურთელი. თავად მთავარი მწვრთნელიც შემდეგ განცხადებას აკეთებს: "ყველანი მუშაობენ იმისთვის, რომ ეს, რაც შეიძლება მალე მოხდეს, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით..."

აქვე გთავაზობთ მისი ტრავმიანობის ქრონოლოგიას:

17 აპრილი: "ფრაიბურგთან" შეხვედრისას ერთ-ერთ ფეხბურთელთან შეჯახებისას ტრავმას ღებულობს და თამაშს დროზე ადრე წყვეტს.

18 აპრილი: "დორტმუნდის ბორუსიას" სამედიცინო პერსონა მისი გასინჯვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, რომ მას მარჯვენა მუხლზე ტრავმა აღენიშნება და შედეგად ექვს კვირიან დასვენებას გამოუწერენ;

9 მაისი: შაჰინი მართავს პრეს-კონფერენციას, რომელზეც "დორტმუნდის ბორუსიას" გულშემატკივრებს ემშვიდობება და მათ მისი "მადრიდის რეალში" გადასვლის შესახებ აცნობებს. "ივნისში მე აუცილებლად გამოვჯობინდები"-აცხადებს ფეხბურთელი.

14 მაისი: გადის სამედიცინო შემოწმებას გერმანიაში. ფეხბურთელს ტრავმის აღდგენის მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს. ყველაფერი წესრიგშია.

29 მაისი: შაჰინი იწყებს მარტო ვარჯიშს და ის წესით მზად უნდა შეხვდეს წინასასეზონო შეხვედრებს.

4 ივლისი: თავდაპირველად ის ვარჯიშობს "ვალდებაბასზე". ფეხბურთელს სურს ფეხები გააძლიეროს, რათა მონაწილეობა მიიღოს პირველ ამხანაგურ შეხვედრაში.

12 ივლისი: "მადრიდის რეალის" მიერ გამართულ მეორე ვარჯიშზე ლოს ანჯელესში, ის ტკივილს გრძნობს მარცხენა ფეხზე. ექიმები სამკვირიან დასვენებას გამოუწერენ.

5 აგვისტო: ფეხბურთელი მარტო ვარჯიშობს , შემდეგ ივარჯიშებს გუნდთან ერთად, მაგრამ ვარჯიშის პროცესში გრძნობს ტკივილს და წყვეტს ყველაფერს.

წყარო: As; Marca

  • shvela
  • 6 აგვისტო 2011
  • 2 980

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)