"რეალმა" 7 წლის არგენტინელი გაიფორმა

მადრიდის "რეალს" საკუთარი "კანტერის" გაძლიერება სურს, სწორედ ამიტომ ისინი ეძებენ ახალგაზრდა ტალანტებს მსოფლიო მასშტაბით. ამ პროექტის ფარგლებში "რეალმა" 7 წლის არგენტინელი ნახევარმცველი, ლიონელ ანხელ კოირა დაიმატა.

არგენტინელი ლიონელ ანხელ კოირა "რეალის" "კანტერის" უკანასკნელი "გამაგრებაა", 7 წლის ფეხბურთელი უკვე "რეალის" ისტორიაში შევიდა - ის "კანტერის" ყველაზე ახალგაზრდა ტრანსფერია. ლიონელის მამა კმაყოფილია ფეხბურთით, რომელსაც მისი შვილი აჩვენებს: "ის კარგად თამაშობს, ამას ვამბობ, როგორც მამა, განსაკუთრებით მომწონს, თუ როგორ მართავს ის ბურთს"

"ჩემი ოცნება "რეალის" პირველ გუნდში თამაშია" - აცხადებს თავად ფეხბურთელი.

6 სექტემბერს ის ახალ თანაგუნდელებს შეხვდება და ჩვეულებრივ გააგრძელებს ფეხბურთისაგან სიამოვნების მიღებას. ლიონელი არ მალავს, რომ მისი კერპი მესია.

სტატია მომზადებულია DefensaCentral.Com - ზე დაყრდნობით

  • MoraTa
  • 6 აგვისტო 2011
  • 2 805

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (21)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)