ბოლო ვარჯიში "ტიანჯინთან" მატჩამდე

მადრიდის "რეალმა" დღეს მორიგი ვარჯიში გამართა...

"რეალმა" დღეს ბოლო ვარჯიში გამართა ჩინეთში. მოუს განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი იყო გრანეროსა და შაჰინის გარდა. ესტებანი სავარჯიშო დარბაზში გადიოდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს,ხოლო ნური მინდორზე ფეხბურთელებისგან მოშორებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა. შეგახსენებთ,რომ "ბლანკოსი" ხვალ თბილისის დროით 13:45 საათზე ჩინეთის ვიცე-ჩემპიონს "ტიანჯინს" დაუპირისპირდება.

ბოლო ვარჯიში "ტიანჯინთან" მატჩამდე


თავდაპირველად ფეხბურთელები მოთელვით ვარჯიშებს აკეთებდნენ, ამის შემდგომ კი ირბინეს. რაკი მადრიდისტებმა ესენი მოილიეს, მოურინიომ ისინი ერთად შეკრიბა და უშუალოდ ბურთთან ერთად ავარჯიშა. შემდეგ კი ფეხბურთელები ჯგუფებად დაიყვნენ და კვადრატი გაითამაშეს.

ბოლო ვარჯიში "ტიანჯინთან" მატჩამდე


დასასრულს ჟოზემ კარში დარტყმაზე ავარჯიშა მადრიდისტები. ოთხივე მეკარეს მიეცა საშუალება ამაში მიეღო მონაწილეობა. ყოველივე ამან 15 წუთს გასტანა. შემდეგ კი მოუმ მათ დასვენების საშუალება მისცა.

ბოლო ვარჯიში "ტიანჯინთან" მატჩამდე


ჟოზე მოურინიო ფეხბურთელების ვარჯიშს დიდი დაკვირვებით ადევნებდა თვალს, მათ რჩევებსა და მითითებებს აძლევდა. მან თითქმის სრული ზეწოლით ავარჯიშა 23-ივე ფეხბურთელი.

ბოლო ვარჯიში "ტიანჯინთან" მატჩამდე


გასახდელში წასვლის წინ კი ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს მოთელვითი ვარჯიშები...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)