ბენზემამ "არსენალი" უარით გაისტუმრა
როგორც იცით, ფრანგი თავდამსხმელით არსენ ვენგერი ინტერესდებოდა, მაგრამ ქარიმმა "მეთოფეები" უარით გაისტუმრა...
ამ სატრანსფერო ფანჯარაზე მიმდინარეობდა საუბრები თითქოსდა ქარიმ ბენზემა "რეალს" დატოვებსო. მთავარი "მონადირე" ფრანგ თავდამსხმელზე არსენ ვენგერი იყო. "არსენალის" დამრიგებელს ძალიან სურდა ბენზოს ლონდონში ხილვა. მაგრამ თავად ფეხბურთელი კატეგორიულად აცხადებს,რომ იგი არსად წასვლას არ აპირებს.
"ჩემი ადგილი ამ კლუბშია. არასდროს მისაუბრია ბატონ ვენგერთან და არც არავისთან. მინდა,რომ წარმატებას აქ მივაღწიო. მე ჩემს თავში თვითრწმენა ვიპოვე. მჯერა,რომ ამ სეზონში ტიტულებს მოვიგებთ." - განაცხადა ქარიმმა L'Equipe-სთან ინტერვიუში.
ქარიმ ბენზემამ მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 81 მატჩი ჩაატარა და 35 გოლის გატანა მოახერხა, ასევე გააკეთა 13 საგოლე გადაცემა.
- 5 აგვისტო 2011
- 1 836
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.