ტორილი:"ბიჭებმა უმაღლეს დონეზე ითამაშეს"
როგორც იცით გუშინ მადრიდის "რეალის" სარეზერვო გუნდმა "ალკოკრონი" გაანადგურა - 3-0. მადრიდისტებმა მატჩი შესანიშნავად ჩაატრეს და "ბლანკოსის" ნაცვლად აიღეს რევანში. კანტერანოების მთვარამ მწვრთნელმა ალბერტო ტორილმა თავის ფეხბურთელები შეაქო:"დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ბიჭებმა ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულეს. ვფიქრობ,რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. სეზონის წინ ასეთი გამარჯვებები ფეხბურთელებს მეტ სიმხნევეს აძლევს."
"მატჩში ყველა მოზიციაზე დავჩაგრეთ მეტოქე და ეს შედეგზეც აისახა. განსაკუთრებით მინდა გამოვკვეთო დაცვის კარგი თამაში. გუნდს ბევრი ფეხბურთელი დააკლდა. ზოგი საერთოდ წავიდა, ზოგიც პირველ გუნდში გადაიყვანეს. შევეცდებით,რომ ისევ შევკრათ კარგი გუნდი."
ტორილმა თავის კომენტარში ალექსი შეაქო,რომელიც ახლახანს დაბრუნდა ევროპის ჩემპიონატიდან ოქროს მედლით:"ალექსს ძალიან უნდოდა თამაში. მან მე პირადად მთხოვა,რომ მოედანზე გამეყვანა. მართალია ევროპის ჩემპიონატის გამო გადაღლილი იყო, თუმცა მის თამაშზე ეს სულაც არ ასახულა. ძალიან კარგად ითამაშა და გოლიც გაიტანა."
- 4 აგვისტო 2011
- 1 254
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.