ბენზემა და იგუაინი (პრეს-კონფერენცია)
დღეს მადრიდის "რეალის" ორმა ფორვარდმა, იგუაინმა და ბენზემამ კონფერენცია გამართეს.
გონსალო იგუაინი:
"ჩემი მოვალეობა არ არის დავასახელო, რომელი ფეხბურთელი უკეთ თამაშობს. ეს კლუბის და მწვრთნელის კომპეტენციაში შედის. ამ შეკითხვას ყოველთვის ვუსვამ ჩემს თავს, თუმცა პაცუხის გაცემა ძალიან მიჭირს.მე ამ კლუბში ძალიან ბევრი გოლის გატანა მსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ."
"ჯერ-ჯერობით ესპანეთის სუპერთასზე არ ვფიქრობთ, რადგან სანამ ბარსელონას დავუპირისპირდებით, მანამდე კიდევ გვაქვს ჩასატარებელი ამხანაგური მატჩი. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ვფიქრობ მომავალი სეზონი უფრო წარმატებული იქნება."
კარიმ ბენზემა:
"მე და კრიშტიანო მეგობრები ვართ, როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ. ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. ჩემს თავზე მუშაობას კიდევ გავაგრძელებ, რადგან გუნდში ადგილის დამკვიდრება ძალიან რთული იქნება."
"თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. დავიწყე გოლების გატანა და ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. შეიძლება ითქვას, რომ თავდაუზოგავი შრომა მალე ნაყოფს გამოიღებს."
- 4 აგვისტო 2011
- 1 885
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.