"კასტილია" 3-0 "ალკორკონი"
გუშინ გაიმართა ამხანაგური მატჩი "კასტილიასა" და "ალკოკრონს" შორის. ეს უკანასკნელი გახლავთ გუნდი,რომელმაც მადრიდის "რეალი" საკუთარ სტადიონზე გაანადგურა 4-0 "კოპა დელ რეის" გათამაშებაზე 2009-2010 წლების სეზონში. ახალგაზრდა მადრიდისტებმა გუშინ რევანში აიღეს და "ალკოკრონი" 3-0 დაამრცხეს ამხანაგურ მატჩში.
"კასტილიის" შემადგენლობა ოპტიმალურთან მიახლოვებული იყო. განაცხადში ყველა ძირითადი ფეხბურთელი იყო, გარდა იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც ჩინეთში არიან პირველ გუნდთან. გუნდს შეუერთდნენ ევროპის ჩემპიონებიც, თუმცა "კასტილიის" მწვრთნელმა მორატას და კარვახალს არ მისცა თამაშის საშუალება.
მატჩი მადრიდელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ეს შედეგზეც აისახა. 35-ე წუთზე ევროპის ჩემპიონმა ალექსმა ანგარიში გახსნა. ხოსელუმ 56-ზე უპირატესობა ორ ბურთიანი გახადა, ხოლო გამანადგურებელი ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ოსკარ პლანომ დააფიქსირა 88-ე წუთზე.
- 4 აგვისტო 2011
- 1 989
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.