6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა
ქარიმ ბენზემა ბრწყინვალე ფორმაშია. ფრანგი თავდამსხმელი შესანიშნავად ასპარეზობს ამხანაგურ შეხვედრებში. მან 6 გოლის გატანა მოახერხა 6 მატჩში, ამასთანავე გააკეთა 4 საგოლე გადაცემა. "გუანჯოუსთან" მატჩში მან დუბლი შეასრულა და რონალდოსთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გოლების გატანა მან ამერიკულ ტურნეში დაიწყო.
პირველად მან "გალაქსის" გაუტანა შესანიშნავი თავური დარტყმით. "ფილადელფიასთან" და "ჩივასთან" ბენზოს თავი აღარ გამოუჩენია, თუმცა საგოლე გადაცემებით გამოირჩა. "ჰერტასთან" ქარიმმა დუბლი შეასრულა, შემდეგ გაუტანა "ლესტერსაც". დღეს კი "გუანჯოუს" გულშემატკივრები დაამწუხრა ორჯერ. მოურინიომ ბენზემას კარგ თამაშზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ქარიმი ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე შარშან. ყველაფერი იმისკენ მიდის,რომ იგი დიდებულ სეზონს ჩაატარებს."
- 3 აგვისტო 2011
- 3 027
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.