რონალდო: "მეტი თავდამსხმელი აღარ გვჭირდება"
კრიშტიანო რონალდო კმაყოფილია ამჟამინდელი შემადგენლობით. მისი თქმით თავდასხმის ხაზს გაძლიერება არ სჭირდება. ასევე მან დასძინა,რომ ადებაიორი გუნდში საჭირო აღარ არის:"ჩვენი მეტი თავდამსხმელი აღარ გვჭირდება. რაც არის, სავსებით საკმარისია. კმაყოფილი ვარ ასეთი შემადგენლობით." - ასე უპასუხა კრიშტიანომ ESPN ჟურნალისტის კითხვას თავდასხმის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
ერთი შეხედვით, მართლაც ჩანს,რომ "რეალს" თავდამსხმელი არ ესაჭიროება. გუნდში არიან იგუაინი და ბენზემა, ამას კიდევ დავუმატოთ კანტერანო ხესე როდრიგესი,რომელიც შესანიშნავად ერთვება მატჩებში. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ახლახანს "ესპანიოლიდან" გადმობარგებული ხოსე მარია კალეხონი. მართალია იგი ნახევარმცველია, მაგრამ ფორვარდადაც შეუძლია თამაში. ასევე კრიშტიანო რონალდო, რომელიც უკვე პრაქტიკულად თავდამსხემლად არის ქცეული. "კასტილიაში" შესანიშნავი რეზერვია მორატას სახით, რომელიც ახლახანს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონი გახდა ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ხოლო თავად ოქროს ბუცი მიიღო ბომბარდირობისთვის.
მიუხედავად ამისა, გავრცელებული ხმებისდა მიხედვით, მადრიდის "რეალი" მაინც ფორვარდის ძიებაშია. გამოკვეთილია ორი ვარიანტი. პირველი, უფრო სწორად უპირველესი - ნეიმარი, თუმცა "სანტოსი" კატასტორფულ ფასს ითხოვს ბრაზილიელ ტალანტში, ამას ისიც დავუმატოთ,რომ მაინცდამაინც არც თავად ფეხბურთელი იკლავს თავს გუნდის გამოცვლაზე. მეორე ვარიანტი კი ემანუელ ადებაიორია. ტოგოელმა თავდამსხმელმა "თეთრებში" 22 მატჩი ჩაატარა და 8 გოლიც გაიტანა, მაგრამ მის თამაშს კარგს ვერ დავარქმევთ. ერთი სიტყვით, ვერ გაამართლა. "სიტი" მის სანაცვლოდ 14 მილიონს ითხოვს. ახლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა მანჩინის ალბიოლი სურს და ემანუელში გაცვლას სთავაზობსო "ბლანკოსს".
ჯერ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საკმარისი დრო რჩება, იმისათვის,რომ "ბლანკოსმა" ვინმე შეიძინოს, ვნახოთ რა როგორ მოხდება....
- 3 აგვისტო 2011
- 2 116
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.