"შეუძლებელია, რომ ნეიმარმა წელს დაგვტოვოს"
"სანტოსის" პრეზიდენტმა, ლუის ალვარო დე ოლივეირამ განაცხადა 'Futboleros' TV-ში, რომ ნეიმარი მადრიდის "რეალს" ამ სეზონში არ შეუერთდება, რადგან იგი გუნდის ერთგვარი "სიმბოლოა."
"ჩვენ იგი გუნდში გვჭირდება. ის გუნდის სიმბოლოა, რომელსაც სურს დარჩენა და დარჩება კიდეც "სანტოსში."
"გვქონდა შემოთავაზებები, მაგრამ გუნშინვე ვუპასუხეთ, რომ ნეიმარი არ იყიდება. მას არანაირ ფასად არ გავყიდით."
ამასთან ერთად, ალვარო დე ოლივეირამ განაცხადა, რომ ნეიმარი თავის მომავალს თავად წყვეტს: "ნეიმარი წყვეტდა იმას, თუ სად ითამაშებდა მომავალ სეზონში. მან "სანტოსი" აირჩია. მადრიდის "რეალმა" პატივი უნდა სცეს ნეიმარისა და "სანტოსის" გადაწყვეტილებას." - დაასრულა დე ოლივერიამ.
- 3 აგვისტო 2011
- 1 667
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.