რონალდოს კარიერის დასრულება ინგლისში უნდაო
პრესკონფერენციაზე,რომელიც გუშინ რონალდომ გუანჯოუში გამართა, ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა თუ დაბრუნდებოდა ის ინგლიში, კრიშტიანომ კი უპასუხა....
ხოდა აი რა უპასუხა: "არის შანსი იმისა დავბრუნდები თუ არა "პრემიერ ლიგაში"? შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ინგლისში დავბრუნდე ან საერთოდაც არა. არ ვიცი მომავალში რა მოხდება."
რაკი ჟურნალისეტებმა მისი პირიდან გაიგონეს შეიძლება დავბრუნდე ინგლისშიო, მას შემდეგ სტატიებს სტატიებზე წერენ და უამრავ სისულელეს თხზავენ. ერთ-ერთს სწორედ დღეს წავაწყდი. თითქოსდა კრიშტიანოს პრესკონფერენციაზე განუცხადებია კარიერას ინგლისში დავასრულებო, ეს მაშინ, როცა პორტუგალიელს მსგავსი რამ არამარტო გუშინ, არამედ არც იმ დროის განმავლობაში უთქვამს, რაც "რეალშია".
- 3 აგვისტო 2011
- 3 067
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.