ალექსი, მორატა და კარვახალი "კასტილიას" შეუერთდნენ
ალექს ფერნანდესი, ალვარო მორატა და დანიელ კარვახალი ვალდებასაზე გუშინ შუადღეს მივიდნენ. მათ იქ თანაგუნდელები და მწვრთნელები დახვდნენ, რომელბმაც ევროპის ჩემპიონობა მიულოცეს. მორატამ და ალექსმა ვარჯიშიც შეძლეს და ისინი ოთხშაბათს "ალკოკრონთან" ამხანაგურ მატჩშიც მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება კარვახალს, მას კუნთები აქვს დაჭმული და ვარჯიშიც ვერ შეძლო. დანიელმა დაზიანება ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მიიღო.
ესპანელთა თვითმფრინავი გუშინ დილით დაეშვა ბარახას საერთაშორისო აეროპტორტში. მათ იქ ათასობით გულშემატკივარი დახვდა და ერთად ზეიმობდნენ ევროპის ჩემპიონობას. შეგახსენებთ,რომ 6 გატანილი გოლით ალვარო მორატა გათამაშების ბომბარდირი გახდა. მან შემდეგი განცხადება გააკეთა: "მოხარული ვარ,რომ გავიმარჯვეთ და კიდევ უფრო მიხარია,რომ კარიერას ესპანეთში ვაგრძელებ. ახლა მზად ვარ გუნდთან ერთად ვიმუშაო." კარვახალმა დაამატა,რომ ის თავს ახლა უკეთესად გრძნობს და უახლოეს მომავალში შეძლებს მოედანზე გასვლას.
- 3 აგვისტო 2011
- 1 498
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.