მადრიდისტები საფეხბურთო სკოლის გახსნას დაესწრნენ
ფლორენტინო პერესი და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები საფეხბურთო სკოლის გახსნაზე იყვნენ მიწვეულნი გუანჯოუში...
მოკლედ, მადრიდის "რეალი" ჩინეთში წუთსაც არ აცდენს უქმად. ამჯერად ისინი პრეზიდენტთან ერთად საფეხბურთო სკოლის გახსნაზე იმყოფებოდნენ, სახელწოდებით - Evergrande.
პრეზენტაციას ათასობით ჩინელი გულშემატკივარი დაესწრო. ისინი "გადათეთრებულნი" იყვნენ.
ფეხბურთელებისთვის სპეციალური სცენა იყო მოწყობილი. სკოლის დამფუძნებლებმა და პერესმა საჩუქრები გაცვალეს- მაისურები...
ღონისძიება გრანდიოზული გამოვიდა. დასასრულს კი ფეხბურთელებმა ავტოგრაფები დაარიგეს...
- 3 აგვისტო 2011
- 1 985
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.