"ყველანი ბედნიერები ვართ"

რიკარდო კაკამ და ხაბი ალონსომ ვარჯიშამდე რამდენიმე წუთით ადრე პრესკონფერენცია ჩაატრეს...

კაკამ თავდაპირველად "ადიდასის" აქცია შეაქო: "ეს კარგი წამოწყება იყო. ძალიან კარგად ვიმხიარულეთ ბავშვებთან ერთად. მათ ეს მუდამ ემახსოვრებათ." ამის შემდეგ კი რიკიმ ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი: "ეს კლუბისა და მწვრთნელის გადასაწყვეტია. მინდა ვთქვა,რომ ნეიმარი დიდებული ფეხბურთელია,მაგრამ ამ საქმეში ვერ ჩავერევი."

ხაბი ალონსომ კი პრესკონფერენცია მოურინიოზე საუბრით დაიწყო: "უკვე მეორე წელი იწყება,რაც მოუსთან ერთად ვმუშაობთ. ამ წელს ჩვენ ერთ მუშტად შეკრულები ვიქნებით და ვიბრძოლებთ ტიტულების მოსაგებად." ხაბიმ სუპერთასის ფინალზე დასმულ კითხვას თავი აარიდა: "ახლა ჩვენ ჩინეთში ვართ, გავდივართ მოსამზადებელ ეტაპს. ახლა სულ სხვა საზრუნავი გვაქვს და "ბარსელონაზე" ჯერ სულაც არ ვფიქრობთ." ბოლოს კი ალონსომ კლუბის მიზნებზე გაამახვილა ყურადღება: "ჩვენ მიზანი გვაქვს დასახული - უნდა მოვიგოთ ტიტულები. უკვე სწორ გზაზე ვდგავართ და დიდებისკენ მივისწრაფვით."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (51)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)