გუანჯოუში ვარჯიშს 4000 გულშემატკივარი დაეწსრო
მადრიდის "რეალმა" ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში პირველი ვარჯიში გამართა. ფეხბურთელთა მზადებას ფლორენტინო პერესიც დაესწრო...
ვარჯიში ცოტა დაგვიანებით დაიწყო. მზადება მედიისთვისა და გულშემატკივრებისთვის ღია იყო. მოურინიოს შეგირდებმა პირველი 20 წუთის განმავლობაში მოთელვითი ვარჯიშები განახორციელეს. "ბლანკოსის" ოთხივე მეკარე სილვინო ლოუროს მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდნენ. მოუს მხოლოდ 1 ფეხბურთელი აკლდა - ესტებან გრანერო. როგორც იცით, მას კუნთი აქვს დაჭიმული.
ამის შემდგომ, ჟოზე მოურინიომ თავად უხელმძღვანელა ვარჯიშს. მან ფეხბურთელებს პრაქტიკული სამუშაოები ჩაატრებინა. მადრიდისტების ლამაზი თამაში ვარჯიშისას ჩინელების აღტაცებას იწვევდა. პორტუგალიელი სპეციალისტი მზადებისას ფეხბურთელებს რჩევა-დარიგებებს აძლევდა. ვარჯიშზე ნური შაინიც იმყოფებოდა, მაგრამ ის გუნდისგან განცალკევებით გადიოდა სარეაბილიტაციო მზადებას.
ჩინელი გულშემატკივარი განსაკუთრებული ოვაციებით შეეგბა კრიშტიანო რონალდოს, ასევე კაკასა და კასილასს. პორტუგალიიელის თითოეულ ბურთთან შეხებას გულშემატკივარი დიდი ოვაციებით ხვდებოდა. მათი აღფრთოვანება რონალდოს მიერ ერთ-ერთმა გატანილმა გამოიწვია.
მოედანზე გაუსაძლისი სიცხე იყო, ამიტომ ფეხბურთელები ყოველ 25 წუთში ისვენებდნენ ძალების აღსადგენად. საერთო ჯამში მზადებამ საათნახევარი გასტანა. ვარჯიშის დასასრულს მადრიდისტებმა ჩინელ გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგეს.
მომავალი ვარჯიში ხვალ ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიწყება.
realmadrid.com
- 1 აგვისტო 2011
- 2 384
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.