მოურინიო ამტკიცებს, რომ "რეალი" ადებაიორს არ შეიძენს
მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამტკიცებს, რომ კლუბი არ შეიძენს "მანჩესტერ სიტის" თავდასხმელ ემანუელ ადებაიორს.
ადებაიორი, რომელმაც 6 თვე გაატარა მადრიდში იჯარის წესით, გუშინ სტადიონ "King Power Stadium"-ის ტრიბუნებზე იქნა შემჩნეული.
მატჩის შემდგომ ჟოზეს დაუსვეს კითხვა:"შეიძენთ ადებაიორს?", რაზეც მან უპასუხა:"არა,ის ჩვენი მეგობარია, მაგრამ ჩვენ მას არ შევიძენთ".
"მან ჩვენთან 6 თვე გაატარა, მაგრამ ნათელი წერტილი დატოვა ჩვენს გულებში", თქვა მოუმ.
"როდესაც მან დაგვირეკა და მატჩზე დასწრების უფლება გვთხოვა, არც ერთი წამით არ დავფიქრებულვართ".
"მაგრამ დღეს ის მოვიდა ჩვენთან როგორც მეგობარი, ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ", დაასრულა მოურინიომ.
ინფორმაციის წყარო: triballfootball.com
- 31 ივლისი 2011
- 3 140
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.