მოურინიო : ''ადებაიორი ერთ–ერთი ჩვენგანია''
''ლესტერთან'' ჩატარებული მატჩის შემდეგ მოირინიომ პრესკონფერენცია გამართა, მისი საუბრის მთავარი თემა შეეხებოდა ემანუელ ადებაიორს, რომელიც ამხანაგურ მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.
''ადებაიორი ერთ–ერთი ჩვენგანია და ჩვენს გულში ზის. მან აიღო ნებართვა მოსულიყო და თვალი ედევნებინა მატჩისთვის, ჩვენც, რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ადე ჩვენი მეგობარია. მართალია, არ ვიცით სად ითამაშებს მომავალ სეზონში, შესაძლოა,''რეალში'' ,''სიტიში'', ანაც სხვა კლუბში. მიუხედავად ამისა ის ყოველთვის ჩვენიანი იქნება.'' – განაცხადა პორტუგალიელმა.
სამეფო კლუბს კარგი მატჩი გამოუვიდა . აუცილებელი იყო ევროპაში თამაში, რადგან აქ უფრო ძლიერი გუნდები თამაშობენ და უფრო უკეთ გამოჩნდებოდა ''რეალის'' მინუსები. გუნდმა უნდა იფიქროს შეცდომების გამოსწორებაზე და სეზონს უმაღლეს ფორმაში შეხვდეს.
ჟოზე მოურინიოს კომენტარი არ გაუკეთებია უეფას მიერ დანიშნულ სანქციასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ეს საკითხი პირადულია და არ აპირებს საჯაროდ მის გაჟღერებას
- 31 ივლისი 2011
- 3 644
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.