Emirates "რეალს" 5 სეზონის განმავლობაში გაუწევს სპონსორობას
გუშინ გაიმართა მადრდის "რეალის" ახალი სპონსორის - Emirates-ის პრეზენტაცია. შეკრებას მოწვეულ სტუმრებთან და ხსენებული კომპანიის აღმასრულებელ პირებთან ერთად მადრიდის "რეალის" პირველი გუნდის 20 ფეხბურთელი დაესწრო...
მადრიდის "რეალმა" და Emirates -მა გააფრომეს 5 წლიანი ხელშეკრულება. შეხვედრა "ბერნაბეუს" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მას ესწრებოდნენ: ფლორენტინო პერესი, Emirates-ის ვიცე-პრეზიდენტი სალიმ ობაიდალა, მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და მადრიდის "რეალის" პირველი გუნდის 20 ფეხბურთელი.
5 წლიანი კონტრაქტი ითვალისწინებს: Emirates მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში იქნება მადრიდის "რეალის" პარტნიორი ორგანიზაცია. ასევე მისი ავიაკომპანია უზრუნველყოფს გუნდის მგზავრობას.
ფლორენტინო პერესი:
"Emirates არის მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანია. რომელიც ყოველთვის პატივს სცმეს და აფასებს სპორტს. ავიაკომპანია იზიარებს ჩვენს რწმენას, ძალისხმევას, ერთგულებასა და ინოვაციებს. ამ საერთო პრინციპებით ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ. მტკიცედ გვჯერა,რომ ეს არის სტრატეგიული ალიანსი, რომელიც ჩენს ბევრ მიმდევრებს გააერთიანებს მსოფლიოში."
სალემ ობაიდალა:
"ყოველივე ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ჩენ ვუჭერთ მხარს და ვაფასებთ სპორტს."
შეხვედრა საჩუქრების გაცვლით დასრულდა. Emirates-ს ფლორენტინო პერესმა მადრიდის "რეალის" პირველ ნომრიანი მაისური უსახსოვრა,რომელზეც ამ კომპანიის სახელი ეწერა და თავად საჩუქრად Emirates-ის თვითმფრინავის მაკეტი მიიღო.
- 30 ივლისი 2011
- 2 477
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.