წლის დიეტა, ბენზემა და ფრანგის ''რეინკარნაცია''
შვებულების დასრულებამდე არ იყო ერთი კვირა დარჩენილი, როცა ბენზემა და ზიდანი იტალიაში ერთ–ერთ საუკეთესო კლინიკას ეწვივნენ. იქ ბენზემამ ჩაიტარა ყველანაირი გამოკვლევა და საჭირო რჩევა–დარიგებებიც მიიღო მედიკოსებისგან.
კლინიკამ ურჩია კარიმს მიჰყოლოდა გეგმას და დაეცვა დიეტა. ეს დიეტა კი დადებითად იმოქმედებდა ბენზემას ჯანმრთელობაზე. ერთ–ერთ ინტერვიუში მან თქვა : ''თავი 12 წლის ბავშვი მგონია''. ის იღებდა ტოქსინებს, ორგანიზმის გასაძლიერებლად.
ამ დიეტის შედეგიც სახეზეა, ბენზემამ დაიკლო 7 კილოგრამი და ბრწყინვალე ფიზიკურ ფორამაშია. გასულ სეზონში თითქოს კარიმი დამძიმებული იყო , ახლა კი ყველაფერი პირიქითაა, ფრანგი თითქოს გაახალგაზრდავდაო, გაცილებით მეტს დარბის და გოლებიც გააქვს. მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა წინასასეზონო სამზადისისას ამხანაგურ შეხვედრებში.ჟოზე მოურინიოს ქებაც კი დაიმსახურა. მომავალ სეზონში იგუაინს ძალიან გაუჭირდება ბენზემასთან ჭიდილი ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად.
კარიმის ''რეინკარნაციაში'' უდიდესი წვლილი მიუძღვის ზინედინ ზიდანს. ის მხარში დაუდგა თანამემამულეს და რა აღარ იღონა დასახმარებლად. მძიმე პერიოდში მხარში ედგა და თავდაჯერებულობას მატებდა ''რეალის'' 9 ნომერს. ისინი უახლოესი მეგობრები გახდნენ და ერთად იღწვიან წარმატებებისათვის.
marca.com – ის მიხედვით
- 29 ივლისი 2011
- 3 012
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.