იგუაინი და დი მარია გუნდს ჩინეთში შეუერთდებიან
კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ არგენტინელები შვებულებაში გავიდნენ. 11 აგვისტოს კი ისინი იძულებული იქნებიან შეწყვიტონ დასვენება და გუნდს შეუერთდნენ.
გაგოს მიმართ ჟოზე მოურინიოს დამოკიდებულება ცნობილია, პორტუგალიელს არ სჭირდება იგი, ამიტომაც ნახევარმცველს მოუწევს გუნდის ძებნა. სავარაუდოდ, იგი ''ბოკაში'' დაბრუნდება.
იგუაინს ბრძოლა ელის ბენზემას წინააღმდეგ. ძირითადში დამკვიდრება პაპიტას ძალიან გაუჭირდება, რადგან ფრანგი საოცარ ფორმაშია და სეზონს ბრწყინვალე განწყობით ხვდება. როგორც იქნა, ბენზემამ მოიხსნა კომპლექსები და გოლი–გოლზე გააქვს.
დი მარიას კალეხონისა და კოენტრაოს სახით ძლიერი კონკურენტები ეყოლება, ამიტომ საჭიროა მუდმივად ფორმაში ყოფნა, რათა არ დაკარგოს ძირითადში ადგილი.
წყარო: marca.com
- 29 ივლისი 2011
- 1 819
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.