მოუ შვეიცარიიდან მადრიდში ბრუნდება
მადრიდის ''რეალის'' თავკაცი დილით ადრე გამოცხადდა ნიონში(შვეიცარიაში), უეფას აღმასკომის წინაშე წარსდგა, შემდეგ ტაქსი გააჩერა და მადრიდისკენ აიღო გეზი.
მოგეხსენებათ, დღეს უეფა გადაწყვეტს დასაჯოს თუ არა ჟოზე.
ჩემპიონთა ლიგაზე ''ბარსასთან'' ჩატარებული მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ მკვახე გამონათქვამები გააკეთა უეფას მისამართის, რისთვისაც მას 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50,000 ევრო ჯარიმის სახით დაეკისრა.
დღეს დილით იგი უეფას აღმასკომის წინაშე წარსდგა, სადაც განიხილება მისი აპელაცია.
შენობიდან გამოსულ ჟოზეს, არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, გააჩერა ტაქსი და აეროპორტისკენ გაემგზავრა.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, შეუმსუბუქებენ თუ არა პორტუგალიელს სადამსჯელო სანქციას.
http://www.as.com
- 29 ივლისი 2011
- 1 993
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.