მეთოფეები ბენზემას არ ეშვებიან
ლონდონის არსენალი კარიმ ბენზემას შეძენით არის დაინტერესებული. ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი თვლის, რომ თავისი თანამემამულე ლონდონურ გუნდს ძალიან მოუხდება და მისი კარიერის წინსვლა სწორედ "მეთოფეთა" რიგებში იქნება შესაძლებელი...
არსენალის მესვეურებმა ერთხელ უკვე მიმართეს მადრიდელებს, მაგრამ ცივი უარი მიიღეს, რადგან ჟოზე მოურინიოს არ სურს ფორვარდის გაყიდვა. გუნდში წინახაზელთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, კარიმის გაშვებით კი ყველაფერი აირევა.
ვენგერს ბენზემასთვის 25 მილიონი ევრო აქვს გამზადებული. 2 წლინ წინ ბენზემა "ლიონიდან" მადრიდში 35 მილიონის სანაცვლოდ ჩავიდა.
- 28 ივლისი 2011
- 3 438
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.