პასტორეს ბედის გადაწყვეტამდე საათებიღა დარჩა
როგორც იცით, 22 წლის ნახევარმცველით "რეალი","ბარსელონა", "სიტი", "რომა", "ინტერი" და "მილანი" ინტერესდებიან, მაგრამ აღნიშნული კლუბები მასში 45 მილიონს არ იხდიან. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, "ჩელსი" და "პსჟ" მზად არიან ამ თანხის გადასახდელად. "პალერმოს" პრეზიდენტმა, მაურისიო ძაპარინიმ ზემოთ ჩამოთვლილ კლუბებს მხოლოდ რამდენიმე საათიანი ვადა მისცა,რომ ხავიერი შეიძინონ..
"მე მხოლოდ მისი გაყიდვის შემდეგ ვისაუბრებ მის ტრანსფერზე. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, რამდენიმე საათში მისი გაყიდვა-დარჩენის ბედი უნდა გადაწყდეს." -განაცხადა ძაპარინიმ Sky Sport Italia-თან ინტერვიუში.
ამ განცხადების შემდეგ კი "პალერმოს" ვიცე-პრეზიდენტმა გუგილემო მისიჩემ Calciomercato-თან განაცხადა: "ძამპარინისთან მოლაპარეკებები მართლაც არსებობს. ლონდონი და პარიზი უფრო ახლოსაა აღნიშნულ ტრანსფერთან."
- 28 ივლისი 2011
- 2 840
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.