აგუერო ''სიტიში'' – ტევესი ''?''
როგორც ჩანს საბოლოოდ გადაწყდა დონ დიეგოს სიძის – სერხიო კუნ აგუეროს ბედი.
ფეხბურთელმა მანჩესტერში ვიზიტის შემდეგ თავი ''ქალაქელების'' წევრად გაასაღა და ფანებსაც გაანდო, რომ ბედნიერია კლუბის შეცვლით და ძალიან მოსწონს ქალაქი მანჩესტერი, ისევე როგორც თავისი ახალი გუნდი.
''სიტიმაც'' დაადასტურა ტრანსფერი, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.
საუბარია 40 მილიონზე, რომელიც მისი დანახარჯებით ინგლისის მასშტაბით მეორე იქნება ფერნანდო ტორესის 50 მილიონიანი ტრანსფერის შემდეგ(სარგებელიც თუ ტორესის მსაგვსად ექნა – დიდი შანსია შეიხს ჭაღარა შეეპაროს).
ინფორმაციას ადასტურებს მადრიდელების მთავარი მწვრთნელიც. გრეგორიო მანზანოს განცხადებით, ეს ყველაფერი სულ რამოდენიმე საათში გადაწყდება და სავარაუდოდ არც ''ატლეტიკოს'' თავკაცს ეპარება ეჭვი იმაში, რომ არგენტინელი ფორვარდი მადრიდში აღარ შეყოვნდება.
მანზანომ საინტერესო განცხადება გააკეთა აგუეროს საქციელთან დაკავშირებითაც, მისი თქმით ასეთი დონის ფეხბურთელისგან უფრო პროფესიონალური ნაბიჯებია საჭირო და ის იმედოვნებს რომ კუნი ცოტაოდენ სიყვარულს მაინც გამოიჩენს კლუბისადმი, რათა მადრიდის დატოვება თავაწეულმა შეძლოს.
მადრიდის ''რეალიც'' და ლონდონის ''ჩელსიც'' ძლიერ ინტერესს იჩენდნენ არგენტინელის მიმართ, მაგრამ როგორც ჩანს შეიხის ჯიბე ევროპელ სკაუტებზე დიდ საქმეს აკეთებს და არგენტინის ამომავალ ვარსკლავს უკვე ''ქალაქელების'' ფორმაში უნდა ველოდოთ.
როგორც ჩანს მანსინი შესაძლო შემცვლელს ეძებს კლუბის კაპიტნის – კარლოს ტევესისათვის, რომელსაც ამ ბოლო დროს, პრესა კორინთიანსს უკავშირებდა. ''მანჩესტერების'' რისხვას რომ ამ ქალაქში დარჩენა არ სურს ეს ახალი ამბავი არ უნდა იყოს, შესაბამისად ''ლოს ბლანკოსიც'' იჩენდა ინტერესს კლუბზე გულაცრუებულ კაპიტანზე და არც ის უნდა გაგვიკვირდეს თუ მომავალ სეზონში ''რეალი'' კიდევ ერთი არგენტინელით შეივსოს.
რაც შეეხება კუნს, ის ''ატლეტიკოში'' 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა 2006 წელს და მას შემდეგ 68 გოლიც შეაგდო დედაქალაქელებისთვის.
- 28 ივლისი 2011
- 3 374
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.