კონსეისაო : "ნეიმარი 45 მილიონზე მეტი ღირს"
სანტოსის დირექტორმა კონსეისაომ ჟურნალისტებთან მეტად საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...
"ჩვენ არ გვსურს ნეიმარის გაყიდვა, რადგან იგი გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და შემოთავაზებული თანხებიც ძალიან ცოტაა."
"ყველაზე დიდ ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენს, მაგრამ ისინი მხოლოდ 45 მილიონს იხდიან. ავიღოთ ესპანელთა ახალწვეული ფაბიო კოენტრაო, რომელშიც სამეფო კლუბმა 30 მილიონი გადაიხადა, გინდა მითხრათ რომ ნეიმარს უფრო ნაკლები სარგებლის მოტანა შეუძლია ვიდრე ფაბიოს? რა თქმა უნდა არა. ახალგაზრდა ბრაზილიელი ნიჭით სავსე მოთამაშეა და "ბლანკოსისთვის" დიდი დახმარების მოტანა შეუძლია, მას შესანიშნავი ალღო აქვს გოლის გატანის."
"ყველაფრის მიუხედავად ეს ფეხბურთელი არ ფასდება და იგი არსად არ აპირებს წასვლას, ნეიმარი სანტოსში დარჩება."
- 27 ივლისი 2011
- 2 468
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.