ერთი წელი, რაულის და გუტის გარეშე
2010 წლის 26 ივლისს რაული თვალცრემლიანი დამეშვიდობა პრესის თეთრ ოთახს. ის ''შალკე 04 '' ის რიგებში ჩაეწერა.
ზუსტან ერთი დღით ადრე გუნდს ტოვებს ხოსე მარია გუტი, რომელმაც გეზი თურქეთის ''ბეშიკთაშისკენ'' აიღო.
რაული გადაბარგდა გერმანიაში და მალე მოიხვეჭა სახელი, ის გელზენკირხენთა კერპი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნდეს ლიგაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია მისმა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგაზე საპირისპირო მოხდა. ''შალკე'' გავიდა ნახევარფინალში, რაშიც ლომის წვლილი რაულს მიუძღვის. ელ კაპიტანო გახდა ევროტურნირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 73 გოლია მის აქტივზე. აქედან 71 ჩემპიონთა ლიგაზე.
ანალოგიური რამ მოხდა გუტისთან მიმართებაშიც, 15 წლიანი მადრიდული ყოფის შემდეგ, იგი თურქულ ''ბეშიქთასში'' გადაბარგდა. მას ''რეალში'' 526 მატჩი აქვს ჩატარებული და მოგებული აქვს :ხუთი ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 საერთაშორისო თასი.
კარიერის დასრულების შემდეგ, ორი ლეგენდა აუცილებლად დაუბრუნდება ''რეალს'' უკვე სხვა ამპლუაში, სხვა მიზნებით ...
წყარო:marca.Com
- 27 ივლისი 2011
- 2 607
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.