სებასტიან კურტუას კუმირი კასილასი ყოფილა
მადრიდის "ატლეტიკოს" ახლაგზრდა კიპერმა განაცხადა,რომ მისი შთაგონების წყარო იკერ კასილასია...
19 წლის ბელგიელი კიპერი "ჩელსიდან" არენდით გადმოვიდა დედაქალაქურ კლუბში. იგი სავარაუდოდ დევიდ დე ხეას შეცვლის,რომელიც მომავალი სეზონიდან უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" კარს დაიცავს.
კურტუამ განაცხადა,რომ მისი კუმირი იკერ კასილასია, ასევე ედვინ ვან დერ საარი:
"მე მყავს ორი მისაბაძი ფეხბურთელი. ესენი არიან: იკერ კასილასი და ედვინ ვან დერ საარი. მე ვფიქრობ,რომ სწორედ მათდაგვარი თამაშის სტილი მაქვს. ახლა მინდა,რომ კლუბს კარგად მოვერგო და დავეხმარო მას ტიტულების მოგებაში. მე ფრიად გახარებული ვარ აქ ყოფნით. თავდაუზოგავად ვიმუშავებ და ვეცდები მწვრთნელს თავი მოვაწონო. მე კლუბმა ის ნომერი მომცა,რომელსაც დე ხეა ატარებდა. ყველას ვპირდები,რომ ამ ნომრის ღირსეული მფლობელი გავხდები."
- 26 ივლისი 2011
- 2 230
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.