"ვილიარეალი" კანალესს არ ეშვება
ესპანური "ვილიარეალი" ახალგაზრდა სერხიო კანალესის შეძენით არის დაინტერესებული და მადრიდის "რეალთან" ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს...
"ყვითლების" მთავარი მწვრთნელის აზრით სერხიო მის გუნდს ძალიან გამოადგება და დიდ სამსახურს გაუწევს, მითუმეტეს "წხალქვეშა გემმა" ჩემპიონთა ლიგაზე მოახერხა გასვლა, სადაც ძლიერი შემადგენლობა იქნება საჭირო.
ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ გარიდოს, რამდენიმე სურვილი უკვე შეუსრულა, პირველ რიგში მათ დაიმატეს ზაპატა, სეზარ სანჩესი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც გუნდს სერიოზულ ძალას შემატებენ, მაგრამ მწვრთნელს ძალიან სურს კანალესის შეძენა.
შეთანხმება დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ჟოზე მოურინიო სერხიოს ვერ ელევა, მას მხოლოდ იჯარის წესით გაშვება სურს, "ყვითლები" კი სრულად გამოსყიდვას ლამობენ. სწორედ ამიტომ ჭიანურდება ყოველგვარი მოლაპარაკება.
- 26 ივლისი 2011
- 1 998
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.